თავში

როგორ დაეხმარა მთავრობა ბიზნესს კრიზისის დაძლევაში

როგორ დაეხმარა მთავრობა ბიზნესს კრიზისის დაძლევაში
როგორ დაეხმარა მთავრობა ბიზნესს კრიზისის დაძლევაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარaდგინა და შეაჯამა, თუ რა შესთავაზა მთავრობამ ბიზნესს კრიზისის დასაძლევად.

"ბიზნესის ნაწილში, ქონების გადასახადი სრულად იქნა გადავადებული წლის ბოლომდე, ტურისტული სექტორის საშემოსავლო გადასახადებიც ასევე გადავადდება. სასტუმროები, რომლებსაც ბრუნვა აქვთ 20 მილიონ ლარამდე, მათ სახელმწიფო ბანკის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარება, ამისთვის ჩვენ ფული დარეზერვებული გვაქვს. მაგრამ სასტუმროები, რომლებიც არიან უფრო მსხვილი, 20 მილიონზე მეტი ბრუნვით, მათ სახელმწიფო ეხმარება ქონების გადასახადის შეღავათით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ, ძალიან კარგად ესმით რაზეც ვსაუბრობ“, - განუცხადა პრემიერმა დეპუტატებს და განმარტა, რომ ტურისტული კომპანიების და გიდების დახმარებისთვის ცალკე პროგრამა იმოქმედებს და ყველა ნაბიჯის თუ პროგრამის ძირითადი მიზანი იქნება სამუშაო ადგილების და კომპანიების გადარჩენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system