თავში

როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს
როგორ დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

ეპიდვითარების გამო 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება იგეგმება.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, ბიუჯეტის კორექტირებაზე მთავრობა უკვე მუშაობს და აღმასრულებელი ხელისუფლება სავარაუდოდ საგანგებო ბიუჯეტს მოითხოვს, რომელსაც განხილვის სპეციალური პროცედურა აქვს და რომელსაც პარლამენტის ბიურო ამტკიცებს.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს იქნება შემჭიდროევბულ ვადებში, რადგან მთავრობას სჭირდება თანხების დახარჯვა სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ. პარლამენტი მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს და ვეცდებით, საგანგებო ბიუჯეტი სწრაფად დავამტკიცოთ“, – აცხადებს დეპუტატი.

კოვზანაძე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამა წარმოადგინა, რომელიც ერთ მილიარდ ლარამდე თანხებს ითვალისწინებდა, თუმცა დღეს საუბარია მეორე პაკეტზე.

ეს არის თანხები, რომელიც შესაძლებელია იმ ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდეს, ვინც უმუშევრები დარჩნენ ან მომავალში დარჩებიან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ეს არის თანხების გადაჯგუფება სოციალური მიმართულებით, საგანგებო მდგომარეობა და დეკრეტი ითვალისწინებს იმ შეზღუდვების მოხსნას, რაც დღეს არსებობს სარეზერვო ფონდების გამოყენების მიმართულებით. გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება და იმ პაკეტს, რომელზეც ამ წუთებში მთავრობა მუშაობს“, – დასძინა კოვზანაძემ.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ხარჯვითი ნაწილის გაზრდა იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system