თავში

როგორ დაიძლევა სიღარიბე

როგორ დაიძლევა სიღარიბე
როგორ დაიძლევა სიღარიბე

სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 3%-ით შემცირდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა ყველაზე მეტი რაოდენობა 2016 წელს დაფიქსირდა და მან 476 000  შეადგინა. მთლიანობაში, საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი სოციალური შემწეობის მიმღებია. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 423 000 ოჯახი, შარშან ეს მაჩვენებელი 435,450 იყო. 2017 წელს 456 000, 2016 წელს შემწეობას კიდევ უფრო მეტი - 476 000 ოჯახი იღებდა. ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები - 389 000 ოჯახი 2015 წელს იყო რეგისტრირებული. 

ამდენად, სტატისტიკა წლიდან წლამდე იცვლება. სოციოლოგების შეფასებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარკვეული ღონისძიებები გატარდა, თუმცა ჯერჯერობით არასაკმარისია.

,,ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არა სოციალურად დაუცველების რაოდენობისა და დახმარების გაზრდა, არამედ ბაზაში მათი რაოდენობის შემცირება უნდა იყოს. ეს კი  ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდით და უმუშევრობის პრობლემის დაძლევით მიიღწევა. როცა ქვეყნის ეკონომიკაში პრობლემაა, ის ყველაზე მყისიერად სწორედ დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე აისახება. შემოსავლის 90%-ს ხალხი საკვებსა და კომუნალურ გადასახადებში ხარჯავს და ჰაერში რჩებიან გამოკიდებული. კარგია, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კლებულობს. მათი რაოდენობის ზრდა  ხელისუფლების საშინაო, ასევე საგარეო იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ ყველაფერი სწორედ ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა გაკეთდეს. ჩემი აზრით, მთავარი გარანტი მაინც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებაა, რაც ხალხს ყოფით ტვირთს შეუმსუბუქებს", -  აცხადებს  სოციალურ-ეკონომიკურ საკითხების ექსპერტი პაატა აროშიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system