თავში

როგორ დაითვლის და რას შესთავაზებს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

როგორ დაითვლის და რას შესთავაზებს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს
როგორ დაითვლის და რას შესთავაზებს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს

საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ამ ეტაპზე უჭირს თქმა, რა ოდენობის მოქალაქეებს დაეხმარება სახელმწიფო, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ.

"ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახლებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას ან კონკრეტული რაოდენობების დასახელებას მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შევძლებთ, თუნდაც აპრილის თვეში შევაფასოთ, რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტის განმავლობაში“, – განაცხადა საკოოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა და დასძუნა, რომ მთავრობა აპრილის თვეში დაითვლის, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში; მაისში კი მთავრობისთვის ცნობილი გახდება აპრილში სამსახურდაკარგული ადამიანების ოდენობა.

"პირველ რიგში, ვიმედოვნებთ, რომ დახმარებების პაკეტით, რაც უკვე შევთავაზეთ ქართულ ბიზნესს, ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული სოლიდარული მონაწილეობის შედეგად ბიზნესის მხრიდან, მარტის თვის განმავლობაში არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელმაც შეასაძლოა, დაკარგოს სამსახური“, – აცხადებს ცქიტიშვილი და დასძენს, რომ მთავრობა თვითდასაქმებულებსაც დაეხმარება.

"ჩვენ თვითდასაქმებულების დახმარების ნაწილში ვავრცელებთ უკვე გაცხადებულ შეღავათს, რომელიც თუნდაც ეხება ასეთი ადამიანების ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა, გაზის საფასურის გადახდას. ეს შეღავათი და მხარდაჭერა ჩვენ შევთავაზეთ ყველა მოქალაქეს, რომლის მოხმარების დონეც შეესაბამებოდა იმ ფენას, რომელსაც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა ჰქვია და როგორ უკვე აღვნიშნე, ასეთი დახმარება 1 200 000 ოჯახზე ვრცელდება. ამ 1 200 000 ოჯახშიც არიან თვითდასაქმებულები და მათთვისაც და მათზეც ვრცელდება შეღავათები, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების გადახდას, შეღავათები, რის ფარგლებშიც, მათ სამი თვის განმავლობაში გადაუვადდათ სესხების გადახდა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თავიდანვე აღნიშნა, რომ გააგრძელებს იმ ფენების იდენტიფიცირებას, რომელიც დაზარალდებიან.

„საშემოსავლო გადასახადის გადამხელდთა რაოდენობის შემცირებით, შეფასდება რამდენმა ადამიანმა ვერ მიიღო ან არ მიიღო ხელფასი. მას შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და უკვე შემდგომში შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რა მოცულობის თანხები იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად, იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარნიტორების დახმარებით. ამიტომ დღეს არ ვსაუბრობთ იმაზე, სად და ვის უნდა მიმართოს ადამიანმა, ჩვენ ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვჭიდება საკმარისი ინფორმაცია, რათა შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს შეიძლება. დასჭირდეს დახმარება. შემდეგ შევძლებთ შეფასებას, რა სახის ფინანსური რესურსი გამოვყოთ ამ მიზნებისთვის და თითოეული ადამიანისთვის რა სახის კონპენსაცია შეგვიძლია, განვსაზღვროთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system