თავში

როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს

როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს
როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს და ამ ეტაპზე შედეგიც შესაბამისია, თუმცა ვითარება სიმშვიდისა და თვითკმაყოფილების საშუალებას მაინც არ იძლევა,- ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

"მეპიდვითარება მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად არის შეფასებული და ქვეყნების მხრიდან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. პრემიერის ხელმძღვანელობით პრაქტიკულად ყოველ დღე და ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ იმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც, გარდა საერთო რეკომენდაციებისა, მუშავდება დამატებითი რეგულაციები, შეზღუდვები და მონიტორინგის მეთოდები. იხილება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი. გარდა შეზღუდვებისა აქტიურად მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მომზადება და გაფართოვება, რომ პაციენტებმა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა," - აცხადებს ხუნდაძე და ყურადღებას ამახვილებს კორონავირუსი გამო მიღებულ ეკონომიკურ დანაკარგებზეც.

"ვირუსი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკასაც. ამიტომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებითაც. დაწესდა საგადასახადო შეღავათები და გადავადდა სასესხო ვალდებულებები. ტვირთბრუნვა ქვეყანაში არ შეჩერებულა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც, რის გარეშეც სასურველ შედეგზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სამწუხაროდ გვაქვს მოქალაქეების მხრიდან დაუმორჩილებლობის და ხშირად უსაფუძვლო უკმაყოფილების ფაქტებიც არა და უპასუხისმგებლობამ შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს,"  -ამბობს დეპუტატი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system