თავში

როგორ ეხმარება EBRD-ი საქართველოს დედაქალაქს

როგორ ეხმარება EBRD-ი საქართველოს დედაქალაქს
როგორ ეხმარება EBRD-ი საქართველოს დედაქალაქს

“პირველ რიგში, მინდა გამოვყო ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა. რეფორმის განხორციელება 3 წლის წინ დავიწყეთ. ავტობუსების პარკი იყო ცუდ მდგომარეობაში, ყველანაირი რესურსი ჰქონდა ამოწურული. EBRD-ის ჩართულობა პარკის განახლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე წლის ბოლოსთვის პარკი მთლიანად იქნება განახლებული," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ოდილ რენო ბასოსთან ონლაინშეხვედრისას განაცხადა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დედაქალაქს მეტროს მოდერნიზებაშიც ეხმარება. 

"ასევე მნიშვნელოვანია მეტროს მოდერნიზება-განახლება. როგორც არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ასევე მეტროს ვაგონების განახლების პროექტი. აქაც თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს EBRD-თან და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჩართულობა ნარჩენების მართვის მიმართულების მოწესრიგების პროცესში. სტრატეგია შემუშავების პროცესშია და გამოცდილი ექსპერტების დახმარებით, მალე თბილისს საუკეთესო პროექტი და გეგმა ექნება.

„თქვენი ექსპერტების ჩართულობითა და დახმარებით, საუკეთესო პროექტს დავდებთ, გეგმა შემუშავდება თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტის განხორციელება“,- უთხრა კალაძემ ბასოს.

კალაძის თქმითვე, თბილისის მთავრობას EBRD-ი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაეხმარება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system