თავში

როგორ ეხმარება მთავრობა მეწარმეს

როგორ ეხმარება მთავრობა მეწარმეს
როგორ ეხმარება მთავრობა მეწარმეს

ყოფილი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ  ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი და ბიზნესი. ამის დასტურად ის მეწარმეობის მხარდამჭრ სახელმწიფო პროგრამებ ასახელებს,

მისი თქმით, მომავალში მეწამეთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა გავრცელდება 200-ზე მეტ ეკონომიკური საქმიანობის სფეროზე. 

"აწარმოე საქართველოს" პროგრამის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდება ორ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და ამასთანაცე შეიქმნება სულ მცირე 60 000 ახალი სამუშაო ადგილი," - ამბობს დაუშვილი და დასძენს, რომ სრულად იქნება ათვისებული ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მისივე თქმით დაჩქარდება თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. მისივე თქმით, ექსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში დაინერგება კონკრეტული ინსტრუმენტები - ბრენდინგის , მარკეტინგის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. 

"ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენს მეწარმეებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტი, თავიანთი სერვისი გაყიდონ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე და აკეთონ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე თავიანთი კომერციული საქმიანობა. ექსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში დაინერგება კონკრეტული ინსტრუმენტები - ბრენდინგის , მარკეტინგის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით," - ამბობს დაუშვილი და დასძენს, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის თითოეულ რეგიონში შეიქმნება პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, სადაც ადგილობრივები მოსახლეს ისწავლიან  მათთვის სასურველ პროფესიას და დასაქმდებიან.

დაუშვილს არც მიკროგრანტების პროგრამა ავიწყდება.

„მიკროგრანტების ოდენობა, რომელიც დღეს არის 15, 100, 650 ათასიანი გრანტები, ესენი შენარჩუნდება და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ახალი ინოვაციური იდეების რეალიზებას," - თქვა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system