თავში

როგორ ემზადება ქართული ტურიზმი ზამთრის სეზონისთვის

როგორ ემზადება ქართული ტურიზმი ზამთრის სეზონისთვის
როგორ ემზადება ქართული ტურიზმი ზამთრის სეზონისთვის

"საქართველოს იმიჯირება უწყვეტი პროცესი უნდა იყოს მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში: - ამის შესახებ Report.ge-ს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ტურიზმი, როგორც ქართული ეკონომიკის მთავარი გენერატორი, როგორც ხელისუფლების, ისე რიგითი მოქალაქეების მხრიდან, გაფრთხილებას და ყურადღებას საჭიროებს.

რამდენად მზად ხვდება საქართველოს მთის კურორტები მოახლოებულ ზამთრის სეზონს, ამ კითხვაზე პასუხისას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე. მისივე თქმით, აუცილებელია ტურიზმის ინდუსტრიამ ისწავლოს სეზონის წინასწარ დაგეგმვა, რათა ბაზარზე საქართველოს მთის კურორტების ცნობადობა მოახლოებული ღონისძიებების მეშვეობით გაიზარდოს.

"ჩვენ გვჭირდება გადამხდელუნარიანი ტურისტები და ამის სურვილი გვაქვს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და ეს პროცესი მუდმივად რეკლამირებადი უნდა იყოს, თუმცა ევროპული ბაზარი არ არის ასეთი დაუგეგმავი ბაზარი. ევროპული ბაზარი წლებით ადრე იგეგმება. დიდი ქაოსი იყო გასულ წელს ბაკურიანში და იმედია ეს ქაოსი ამ სეზონისთვის გამოსწორება. ეს იყო გადატვირთული მოძრაობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ხალხი ვერ აუდიოდა ნაგვის გატანას და ასე შემდეგ. ზამთრის კურორტების სარეკლამო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს და ეს მთელი წელი უნდა ხორციელდებოდეს. რომელ დღეს რა იქნება წინასწარვე უნდა იყოს ცნობილი და კალენდარი უნდა იყოს გაწერილი, რომლის მიხედვითაც ტურისტები იღებენ გადაწყვეტილებას დაესწრონ კონკრეტული დროისთვის კონტრეტულ ივენთებს მთის კურორტებზე გუდაურში, ბაკურიანში. ხოლო ყველა სასტუმრო ამ პროგამას საკუთარ გვერდზე განათავსებს და მეტ რეკლამირებას გაუკეთებს ბაზარს. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა," - აგვიხსნა შალვა ალავერდაშვილმა.

ალავერდაშვილის განცხადებით , წელს სასტუმროებში ჯავშნების მიხედვით ტურისტების მატება შეინიშნებოდა სვანეთსა და ყაზბეგში, ყველაზე დიდი კლება შეინიშნება ქობულეთსა და ბათუმში. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლს ხელისუფლებასთან თხოვნაც აქვს.

"ზამთრის სეზონამდე საკმაოდ რთულ სეზონს ველდოებით ნოემბერსა და დეკემბერში. ამ წელს, ჯავშნებიდან გამომდინარე ნაკლებად დატვირთულია სასტუმროები, ამიტომ თხოვნა იქნება, რომ იქნებ სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ ორ თვეში გადმოიტანონ კონფერენციები და ღონისძიებები. ამით ისინი დიდ თანხებს დაზოგავენ მომსახურებაში და მიიღებენ გაცილებით ნაკლებ ფასს,“ - ამბობს ალავერდაშვილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system