თავში

როგორ ესმის ეკონომისტებს ღარიბაშვილის მკაცრი რიტორიკა

როგორ ესმის ეკონომისტებს ღარიბაშვილის მკაცრი რიტორიკა
როგორ ესმის ეკონომისტებს ღარიბაშვილის მკაცრი რიტორიკა

"ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დიდად არის დამოკიდებული მოსახლეობაში და ბიზნეს-წრეებში სტაბილურობის განცდაზე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მკაცრი რიტორიკა და "წესრიგის აღდგენის" დაპირება, სწორედ სტაბილურობის განცდის დამკვიდრებას ემსახურება ქვეყანაში," - ასე შეაფასა პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა. 

მისი თქმით, პარლამენტში გამოსვლისას გუშინ კონსტიტუციის 100 წლისთავზე უცხოელი დეპლომატების თანდასწრებით, და დღეს საპარლამენტო მოსმენაზე, ღარიბაშვილი არ მოერიდა "არადიპლომატიური" ფრაზების გამოყენებას, რაც მომასწავებელია "ქართული ოცნების" მიერ სხვა შიდა პოლიტიკური ხაზის არჩევის უახლოეს მომავალში."როგორც ჩანს ნიკა მელიას დაიჭერენ, საპროტესტი აქციებზე პოლიცია უფრო მკაცრი იქნება ე.წ სამოქალაქო აქტივისტების მიმიართ და ხელისუფლება შეეცხდება უფრო სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა," - ამბობს მჭედლიშვილი. 

ექსპერტების ნაწილი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას იწუნებს. მიხეილ ჯიბუტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში 19.02.2021 წ. ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა იდენტურია და არც ერთი სიტყვით და არც ერთი პუნქტუაციის ნიშნითაც კი, არ განსხვავდება 18.12.2020წ. გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამისაგან, რაც კატასტროფაა.

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს. ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს. დღესვე პარლამენტში დღეს განიხილავენ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, დოკუმენტში ასევე გამახვილებულია ყურადღება ოკუპაციაზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, კოვიდპანდემიასა და ადამიანის უფლებებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system