თავში

როგორ ესმის სოციალური პასუხისმგებლობა"სოკარს" - Exclusive - VIDEO

როგორ ესმის სოციალური პასუხისმგებლობა"სოკარს"
როგორ ესმის სოციალური პასუხისმგებლობასოკარს - Exclusive - VIDEO

გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს.

როგორც report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მარკეტინგის მენეჯერმა თათული ანთიძემ განუცხადა, კომპანია „სოკარმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.

მისი თქმით, „სოკარი“ ყოველ წელს ამზადებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიშს, რომელშიც ასახულია ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„სოკარის“ CSR-ის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტს“ გულისხმობს,რაც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს, დააორგანიზოს, ან ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში და გააძლიეროს აღნიშნული მიმართულებები. „სოკარი“ პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ სწორედ CSR პლატფორმის ფარგლებში უჭერს მხარს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ბიზნესის მხრიდან მსგავს აქტივობებში ჩართულობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია და ცდილობენ, ამა თუ იმ პრობლემატური მიმართულების განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ," - აღნიშნავს თათული ანთიძე.

"სოკარის" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ბოლო პროექტი 19 ივლისს თბილისის ზღვის კლუბში წყლის ეტლი-თხილამურის აქტივობა იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, ვეტერანმა და პარასპორტსმენმა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „სოკარი“ და „ევროპაბეთი“,ღონისძიების მასპინძელი კი ლუდსახარში „ზედაზენი“ იყო.

ეტლი-თხილამურის კონსტრუქცია პირველმა ქართველმა პარასპორტსმენმა გოგა კოხრეიძემ საკუთარი ხელით შექმნა და სპორტის ამ სახეობაში საკუთარი ძალები ჯარისკაცებმა პირველად გამოსცადეს. მათი თქმით, აქტივობა წარმატებული და აზარტული აღმოჩნდა და მიუხედავად სირთულეებისა, მონაწილეებს დაუვიწყარი ემოციები დაუტოვა.

"სოკარის" ცნობით, მომავალ წელს აღნიშნული კონსტრუქციის მიხედვით დამზადდება უფრო მსუბუქი ორი ეტლი-თხილამური, რომლითაც სარგებლობა ყველა შშმ პირს შეეძლება.

სამომავლოდ, ღონისძიების ორგანიზატორები სპორტის ამ სახეობაში ტურნირის ჩატარებასა და მონაწილეთა რაოდენობის ზრდასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, საქართველოში სხვადასხვა სფეროშო მმოქმედი ბიზნესების უმეტესობა სრულად იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და სულ უფრო ტრენდული ხდება მათი მხრიდან სხვადასხვა სოციალური აქტივობების დაფინანსება.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში ბიზნესმა სოლიდური შენატანები გააკეთეს, რითაც ქვეყანას მძიმე დროს გვერდით დაუდგნენ. STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა 133.5 მილიონი ლარია. ცნობისთვის, კომპანია "სოკარმა" ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system