თავში

როგორ გაჩნდა მონეტარული პოლიტიკისადმი ნდობა საზოგადოებაში

როგორ გაჩნდა მონეტარული პოლიტიკისადმი ნდობა საზოგადოებაში
როგორ გაჩნდა მონეტარული პოლიტიკისადმი ნდობა საზოგადოებაში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა.

კითხვაზე, როგორ ეხმარება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირება ეკონომიკას, საქართველოს პირველი ბანკირი პასუხობს, რომ მისი მიზანი კომუნიკაციის გაზრდა და გაუმჯობესება იყო. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირება საქართველოს ეროვნული ბანკის შემდეგ სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს. პროგნოზებმა და გაზრდილმა კომუნიკაციამ, გვენეტაძის შეფასებით, საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისადმი გაზარდა.

"ერთ-ერთი გეგმა, რაც ეროვნული ბანკისთვის 2016 წელს მქონდა, კომუნიკაციის გაზრდა და გაუმჯობესება იყო, რაც ინფლაციის თარგეთირების ძირითადი ნაწილია. ჩვენ ვახორციელებდით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირებას და შევამჩნიეთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო აღნიშნული განაკვეთის გამოქვეყნება. ქვეყნების გარკვეული ნაწილი განაკვეთის გამოქვეყნებაში რისკებს ხედავდა და მიიჩნევდა, რომ ეს შებოჭავდა ცენტრალურ ბანკს, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან ეს პროგნოზი პირობითია: შენ მას აქვეყნებ, მაგრამ თუ გარემოება იცვლება, შენ ერგები ამ გარემოებას და პოლიტიკას შესაბამისად ცვლი; ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ რატომ განახორციელე ცვლილება. მაგალითად, არის პოზიტიური ან ნეგატიური შოკის ალბათობა. როდესაც წინასწარ პროგნოზს აქვეყნებ, დაინტერესებულ მხარეებს მონეტარული პოლიტიკის ხედვის საერთო სურათი აქვთ. ეს ყველაფერი პოლიტიკას უფრო პროგნოზირებადს ხდის. ამის გარდაც არსებობდა მეტი კომუნიკაციის საჭიროებაც. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჩემი ბრიფინგების გამართვა დავიწყეთ, რვა შეხვედრიდან ოთხ შეხვედრას ბრიფინგით ვასრულებდით და ამ ბრიფინგს არ ჰქონდა დროის წინასწარ განსაზღვრული ლიმიტი. ეს საკმაოდ კარგად იყო აღქმული, და მალევე ვიხილეთ განაკვეთის 1.5-2.0 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას გაუჩნდა ჩვენი მონეტარული პოლიტიკისადმი უფრო მეტი ნდობა, და ეს წინასწარი პროგნოზი დაგვეხმარა პოზიტიური შედეგის მიღწევაში," - განმარტავს გვენეტაძე. 

საქართველოს პირველმა ბანკირმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობის 4-წლიანი შედეგებიც შეაჯამა.

მისივე განმარტებით ინფლაციის თარგეთირება და ლარის მცურავი გაცვლითი კურსი საქართველოსთვის ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. 

მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კობა გვენეტაძემ გამოცემის მთავარ რედაქტორთან, კრისტოფერ ჯეფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system