თავში

როგორ გადააწყო covid-19-მა დასაქმების სტრუქტურა

როგორ გადააწყო covid-19-მა დასაქმების სტრუქტურა
როგორ გადააწყო covid-19-მა დასაქმების სტრუქტურა

ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემა ოფიციალური სტატისტიკით დადასტურდა. აშკარაა, რომ ეპიდემიის გავლენა სექტორის საქმიანობაზე მძიმედ აისახა. ბიზნესის ბრუნვის 11,5%-იანი კლება აკადემიკოს ავთო სილაგაძეს არადამაჯერებლად მიაჩნია და ამბობს, რომ რეალურად ეს მაჩვენებელი შეიძლება მეტიც იყოს. რაც შეეხება სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას, მისი თქმით 631,8 ათასი ადამიანი ძალიან დაბალი მაჩვენებელია, როცა ქვეყანაში შრომისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა თითქმის 2 მილიონს აღწევს.

,,არსებულ სიტუაციაში საქსტატის მონაცემი შეიძლება ცუდ მაჩვენებლად არ შეფასდეს, მაგრამ დიდი დარტყმაა სექტორისთვის. ველოდები, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ბიზნესის ბრუნვის 11,5%-ით კლება ნაკლებად დამაჯერებელია, რეალურად მეტი ვარდნაა. რაც შეეხება დასაქმებულებს, აქაც მძიმე მდგომარეობაა, რადგან 2 მილიონამდე სამუშაო ძალა გვყავს. ამას უნდა დავუმატოთ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები, რაც უმეტესწილად ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ტრადიციულად პირველ ადგილზეა ვაჭრობის სექტორი დასაქმების მიმართულებით, ცხადია, ამაში იგულისხმება შემოტანილი საქონლით ვაჭრობა. პრობლემა ადრეც იყო, მაგრამ ეპიდემიის პირობებში უფრო მეტად გაღრმავდა. ვაჭრობის გარდა, მომსახურების სექტორში ტურიზმია, სადაც დასაქმება მინიმუმზეა დასული და ეს დარგი დღეს რეალურად ქმედითუუნარო გახდა. გარდა ამისა, ფინანსური და საბანკო სექტორი რჩება, სადაც ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან დასაქმებულები. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ თითქმია 1 მილიონი თვითდასაქმებულია, რომელიც თვითგამომუშავებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ისინი რეალურად დასაქმებულები არ არიან, ფიქტიური დასაქმებაა. მთლიანი წარმოებულ პროდუქტში დარგის წილი 10%-საც ვერ შეადგენს, მაგრამ მილიონის ფარგლებშია თვითდასაქმებული, ფორმალურობაა, შესაბამისად, შემოსავალიც მცირეა. გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, მაგრამ სახეზეა ამავე დროს ფაქტობრივი დასაქმება, რაც როგორმე უნდა დავძლიოთ. ამიტომაა, რომ დასაქმების მიუხედავად, აგრარულ სექტორში მომუშავეთა დიდი ნაწილი სოციალური შემწეობის მიმღებია", - ამბობს სილაგაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა ბიზნესსექტორის მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვით, 2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია. 2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.8 პროცენტი, 13.1 პროცენტი და 11.2 პროცენტიანი წილებით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system