თავში

როგორ გადააწყო კორონავირუსმა სადაზღვევო ინდუსტრია

როგორ გადააწყო კორონავირუსმა სადაზღვევო ინდუსტრია
როგორ გადააწყო კორონავირუსმა სადაზღვევო ინდუსტრია

ჯანმრთელობის დაცვის ბიზნესი ის სფეროა, რომელსაც სადაზღვევო ინდუსტრიაში პრობლემა ყველაზე ნაკლებად შეეხო. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, მოთხოვნა ამ სეგმენტში დაახლოებით 45%-ით შენარჩუნებულია. თუმცა, ფაქტობრივად მოკვდა ყველა ბიზნესი, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული, მათ შორის, მოგზაურობის დაზღვევა, რომელზეც მოთხოვნა საერთოდ გაჩერდა.

,,ჯანმრთელობის დაზღვევა ჯერ კიდევ მყარადაა, პაკეტების 45% რაოდენობრივად შენარჩუნებულია. ეპიდემიის ფონზე ეს ცუდი მაჩვენებელი მაინც და მაინც არ არის, თუმცა დარგი მთლიანობაში სერიოზულ პრობლემას განიცდის. მიმდინარე ეკონომიკური ვარდნა ინდუსტრიის საქმიანობაზე ასევე ნეგატიურად აისახება, სრულ სურათს წლის ბოლოს მივიღებთ. შარშან 50-მილიონიანი ზარალი გვქონდა, რამაც ძირი გამოუთხარა სადაზღვევო ინდუსტრიას, მაგრამ მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა და დარგმა კრიზისს თავი დააღწია. მიუხედავად ამისა, პრობლემის დიდი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია.  მეტიც, ყველა ბიზნესი, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული - სასტუმროების პაკეტები, სამოგზაურო დაზღვევა და სხვა, ფაქტობრივად განულდა. საცალო სეგმენტშიც დიდი კლებაა, მაგრამ კორპორატიულმა მიმართულებამ მეტნაკლებად შეინარჩუნა მოთხოვნა, დღესდღეობით კრიზისი არ არის, მაგრამ არც სტაბილურობაა. ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ არ ვითარდება მოთხოვნა დაზღვევაზე სწრაფად, რადგან სავალდებულო არ არის. შემცირდა ავტოდაზღვევა, თუმცა ბოლო პერიოდში  მცირედ არის გაზრდილი ჯანდაცვის დაზღვევაზე მოთხოვნა. ჯამურად უარყოფითი შედეგი არ არის, ციფრში მინუსი არ გამოსახულა, მაგრამ არც დადებითი ტენდენციაა", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" კვლევის შედეგს სულ ცოტა ხნის წინ report.ge-ს საშუალებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 9-თვიანი მონაცემი არ იძლევა ზუსტ სურათს და ვერ ასახავს რეალობას, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში ეპიდემიით გამოწვეულ პრობლემას უკავშირდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სადაზღვევო ინდუსტრიამ 9 თვეში 44 მლნ-იანი წმინდა მოგება მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system