თავში

როგორ გადააწყობს ავიაბაზარს კორონავირუსი

როგორ გადააწყობს ავიაბაზარს კორონავირუსი
როგორ გადააწყობს ავიაბაზარს კორონავირუსი

ექსპერტები კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს ავიასფეროს ისტორიაში ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებენ. 

ავიაბაზრის ანალიტიოსების პროგნოზით, მცირე კომპანიები გაკოტრდებიან ან დიდ კომპანიებს შეერწყმებიან. 

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ბაზარზე ახალი რეგულაციები გაჩნდება.

როგორც ჩანს, გაკოტრებას ვერც დიდი კომპანიები გადაურჩებიან.

Boeing-ის გენერალური დირექტორი, დევიდ კელჰუნი წლის ბოლომდე ძველი ტრაფიკის მხოლოდ 50%-ის აღდგენას მიიჩნევს პროგრამა მაქსიმუმად.

ექსპერტების აზრით, რეისზე სარეგისტრაციო პროცედურები 4 საათამდე გასტანს, რადგან მგზავრების და ბარგის სანიტარული კონტროლი, ვაქცინაცია დროს წაიღებს. მათივე ცნობით, მოგზაურობისას აუცილებელი გახდება სისხლის ანალიზის ჩატარება აეროპორტებში, რაც დამატებით დროს საჭიროებს.

იმის გამო, რომ აუცილებელი გახდება თვითმფრინავების სალონების და აეროპორტების ხშირი დასუფთავება-დეზინფექცია, ანალიტიკოსები რეისების სიხშირის შემცირებას პროგნოზირებენ.

მათივე თქმით, მოკლე მანძილებზე ფრენისას მგზავრებს საკვებს აღარ შესთავაზებენ, ხოლო დიდ მანძილებზე მენიუში მხოლოდ მსუბუქი ხემსი იქნება.

დანიშნულების ადგილზე ჩასულ მგზავრებს მოუწევთ ჯანმრთელობის დამადასტურებელი რაიმე საბუთის წარდგენა, სავარაუდოდ ეს იქნება კორონავირუსზე აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system