თავში

როგორ გადააწყობს კორონავირუსი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას

როგორ გადააწყობს კორონავირუსი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას
როგორ გადააწყობს კორონავირუსი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას

ეპიდემიის გამო ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებამ უფრო აქტუალური გახადა საკითხი, როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა მინიმალურ დონეზე მაინც შევინაჩუნოთ, რომ გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი კორონავირუსამდელ ვითარებას არ დაუბრუნდეს. სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები აქცენტს სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლაზე აკეთებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი გაძლიერდეს.

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავა ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად საფეხმავლო და ველოინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს.

,,პირველი რაც უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს პრიორიტეტული. მიდგომას თუ არ შევცვლით და საწყისს სიტუაციას დავუბრუნდებით, გარემო უფრო მეტად დაბინძურდება და უმძიმეს შედეგს მივიღებთ. სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა გადაეწყოს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ასეც მოხდება, თუკი მოქალაქეები დაინახავენ, რომ სისტემა თანამედროვეა და სწრაფი გადაადგილების საშუალება ექნებათ. იქ, სადაც შესაძლებლობაა, ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების ქსელიც უნდა განვითარდეს. 300 მიკროავტობუსის შეძენა იგეგმებოდა და გადაიდო, რაც აუცილებლად განსახორციელებელია. ველო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურასაც მეტი ყურადღებოა უნდა მიექცეს", - აცხადებს კვაშილავა და დასძენს, რომ ანალოგიური გამოწვევის წინაშეა დღეს მსოფლიოს უამრავი ქვეყანა.

,,ვნახეთ განსხვავება, როგორი ჰაერია და როგორი იყო ჩვეულებრივ პირობებში. მარტო თბილისი კი არა, ბევრი ქალაქის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ვირუსის დასრულების შემდეგ აქცენტი გააკეთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე, რადგან ჩანს, რომ იქ სადაც დაბინძურებულია ჰაერი, ეპიდემიის უარყოფითი ზემოქმედებაა მძიმეა, დაახლოებით 20-25%-ით მაღალია ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა. ამიტომ, თუკი გვინდა საზოგადოების ჯანმრთელობა იყოს დაცული, გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც ეპიდემიამ დაგვანახა", - დასძენს გელა კვაშილავა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრობენ ეკოლოგებიც, რომელთა განცხადებითაც,  საქართველოში გარემოს დაბინძურების ყველაზე დიდი წყარო, დასახლებული პუნქტებისთვის არის ტრანსპორტი, რასაც ეპიდემიის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system