თავში

როგორ გადაურჩება ეკონომიკა კორონავირუსს

როგორ გადაურჩება ეკონომიკა კორონავირუსს
როგორ გადაურჩება ეკონომიკა კორონავირუსს

საკონსულტაციო კომპანია Reformatics-მა შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებს და, რომელიც ეკონომიკას კორონავირუსის ნეგატივისგან ყველაზე მეტად დაიცავს.

როგორც Reformatics– ის მმართველი პარტნიორი, McKinsey & Company– ის უფროსი მრჩეველი, ყოფილი ენერგეტიკის (2004-2007), ფინანსთა (2007-2009 ) და პრემიერ მინისტრი (2009–2012), ნიკა გილაური განმარტავს, გეგმა მოიცავს კონკრეტული ზომების ერთობლიობას, რომელიც წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შეამცირებს გლობალური კრიზისით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს და უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ეკონომიკური ზრდა.

ნიკა გილაურის რეკომენდაციით, სამთავრობო მხარდაჭერით უნდა ისარგებლონ მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც აიღებენ შემდეგ ვალდებულებებს: შეინარჩუნებენ დასაქმებულთა სრულ რაოდენობას, ან შეამცირებენ მხოლოდ 10-20%-ს. დასაქმებულთა ხელფასს შეამცირებენ არაუმეტეს 20%-ისა. საშეღავათო პერიოდში მსხვილი კომპანიები არ გაინაწილებენ მოგებას.

გილაური მიიჩნევს, რომ მსხვილი ბიზნესისთვის საგადასახადო ამნისტია აუცილებელია. 

"ნებისმიერი კომპანია, რომელიც გადაიხდის დავალიანების ძირის 10-20%-ს, მოეხსნას ყველა ძველი ვალდებულება საგადასახადოს წინაშე. ხელს შეუწყობს კომპანიების გასუფთავებას და ასევე შეიძლება იქცეს საბიუჯეტო შემოსავლების ერთ-ერთ წყაროდ. კომპანიები, რომლებიც ამ ამნისტიას გამოიყენებენ, ვერ ჩაერთვებიან ეროვნული ბანკის საკრედიტო გარანტიის პროგრამაში," - ასეთია Reformatics– ის ანტიკრიზისული გეგმა, სადაც ასევე საპენსიო შენატანების დროებით განულებაზეც არის საუბარი. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ საპენსიო შენატანები 12 თვით უნდა განულდეს, რითაც მსხვილი ბიზნესიც, სახელმწიფოც და მოქალაქეებიც შეძლებენ დაზოგონ ფინანსური რესურსი. ორგანიზაციის გათვლით, ამით კერძო სექტორი ჯამში 0.4 მლრდ ლარს დაზოგავს, სახელმწიფო - 0.2 მლრდ ლარს. ცნობისთვის, დღეს სავალდებულო დაგროვებითი პენსია მოქმედებს, რომლის მიხედვით, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ხელფასის 2-2%-ს იხდიან.

"როგორც ყველა კრიზისი, ეს კრიზისიც მოიტანს ბევრ პრობლემას, მაგრამ ასევე ბევრ შესაძლებლობას. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში გაჩერდა საწარმოები, რომლებმაც დაარღვიეს მიწოდების ჯაჭვი და თუ აქამდე არავინ დაფიქრდებოდა ასეთი საწარმოების საქართველოში გადმოტანაზე, ან ამ პროდუქციის საქართველოში დამზადებაზე, დღეს შეიძლება კარგი საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმულით და საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გამოყენებით მოხდეს ასეთი ინვესტიციის განხორციელება და საქართველოში სრულიად ახალი წარმოების დაწყება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი სამუშაო ადგილების და ახალი სიმდიდრის შექმნა," - წერს ნიკა გილაური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, "რეფორმატიკსი" უკვე 7 წელიწადია მუშაობს სხვადასხვა მთავრობასთან ეკონომიკური პროგრამების შედგენაზე და განხორციელებაზე. 

"დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიწია რამოდენიმე ქვეყნის მთავრობისთვის შეგვემუშავებინა ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმა და გადავწყვიტეთ გარკვეული იდეები და ფორმულები საქართველოზე გადმოგვეტანა და ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისიწნებით დაგვეწერა რეკომენდაციები / ფორმულები ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის თავიდან ასარიდებლად და სწრაფად კრიზისიდან გამოსასვლელად," - წერს გილაური სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system