თავში

როგორ გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები

როგორ გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები
როგორ გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" (თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი) კამპანიას იწყებს - #გადავარჩინოთსამუშაოადგილები.


"გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის დახმარებაში და დავეხმაროთ ადამიანებს არ დაკარგონ სამსახური", - აცხადებს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი. 

მისი თქმით, დაგეგმილი და გადადებული ღონისძიების ბილეთების წინასწარ შეძენა დაეხმარება ბიზნესს შეინარჩუნოს დასაქმებული კადრები.

"ბიზნესის შემხვედრი ნაბიჯების და თანხმობის პირობებში, ყველამ ვისაც ასეთი ღონისძიება აქვს მომავალში დაგეგმილი, ეს იქნება არასამთავრობო სექტორი, თუ სახელმწიფო უწყებები, ე.წ სასაჩუქრე სერტიფიკატის პრინციპით, წინასწარ უნდა შეიძინოს საკონფერენციო, სასტუმროსა და რესტორნების მომსახურება, ჩვეულებრივ პირობებში 12 თვიანი გამოყენების შესაძლებლობით, - აღნიშნავს თინათინ ხიდაშელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system