თავში

როგორ გადავურჩებით ელექტროენერგიის გაძვირებას

როგორ გადავურჩებით ელექტროენერგიის გაძვირებას
როგორ გადავურჩებით ელექტროენერგიის გაძვირებას

მთავრობა ჰესების მშენებლობას კვლავ გააგრძელებს, -ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმანათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური გეგმა, რომ ჰესების მშენებლობა გავაგრძელოთ. აქ საუბარი მხოლოდ მსხვილ ჰესებზე არ არის, თუმცა მსხვილი ჰესებიც გვჭირდება. აქ საუბარია მცირე, მწვანე გარემოს დაცვითი კუთხით ნაკლებ საზიანო ან საერთოდ არასაზიანო ჰესებზე, რომელიც ნებისმიერი განვითარებული მწვანე ენერგეტიკის და ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობის საფუძველს წარმოადგენს. რასაკვირველია, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, ეს არის მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, რომლის დაკმაყოფილება იმპორტის საშუალებით, სამწუხაროდ, ჩვენ სულ უფრო მეტად გვიწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობასთან დიალოგით, ძალიან სერიოზული მუშაობით ეკოლოგიური საფრთხეების განეიტრალებაზე, ჰესების მშენებლობას კვლავაც გავაგრძელებთ. თუ გადახედავთ, ბევრი ჰესი შენდება, უბრალოდ ნაკლები ხმაურის გარეშე, რაც ძალიან გვახარებს," - აღნიშნა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system