თავში

როგორ გამოიყურება ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური

როგორ გამოიყურება ახალქალაქის საერთაშორისო
როგორ გამოიყურება ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური

ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური ალპური ზონაში ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. ამის შესახებ ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის (BTK-ის) ქართული მხარის მენეჯმენტი იუწყება.  გასულ წელს ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთზე თოვლდამცავი ღობე-ფარები მოეწყო. საქართველოს მონაკვეთზე განთავსებულია32 243 მეტრი სიგრძის თოვლდამცავი ღობე-ფარები. კონსტრუქცია დამზადებულია ლითონის დგარებისგან, რომელთა სიმაღლეც 5-დან და 6 მეტრამდეა. დგარებს შორის სივრცის შევსება ხდება წინასწარ დაძაბული რკინა-ბეტონის ყინვამედეგი და წყალშეუღწევადი დაფებით. მათი განმარტებით, ზამთრის პერიოდში ამ მონაკვეთზე მთავარ სირთულეს ნამქერი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მატარებლების შეუფერხებელი მოძრაობისათვის, გარდა გალერეებისა, საჭირო გახდა დამატებით თოვლდამცავი ღობე-ფარების მოწყობა, რომლებიც დაიცავს სარკინიგზო ხაზს ნამქერისგან.

იმისთვის, რომ ნახოთ რა ეტაპზეა სადგურის მშენებლობ და როგორ გამოიყურება ის, ნახეთ ფოტოკოლაჟში:

ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე მაღალ წერტილებზე ზღვის დონიდან 5000 მეტრზე გადის ცინგჰაი-ტიბეტის სარკინიგზო ხაზი. სარკინიგზო ხაზის აშენებას 4,2 მილიარდი დოლარი დასჭირდა და თანამედროვე ინჟინერიის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ის 2006 წელს აშენდა. სარკინიგზო ხაზის სრული სიგრძე 1956 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 960 კილომეტრი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე გაივლის. სარკინიგზო ხაზი სათავეს ცინგჰაის პროვინციიდან იღებს და სრული მარშრუტის შესრულებას 20 საათი და 55 წუთი სჭირდება. სწორედ ტიბეტში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალ წერტილში განთავსებული სარკინიგზო სადგური ტანგულა - ზღვის დონიდან 5068 მეტრზე, სადაც ჟანგბადის დონე 60%-მდე ეცემა. 

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართული მონაკვეთი ძირითადად ალპურ ზონაზე გადის. პროექტში ყველაზე მაღალი მონაკვეთი ზღვის დონიდან 2183 მეტრია.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე აშენდა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ორი ტიპის გზაგამტარებს: რკინა-ბეტონის და ლითონის გოფრირებული კონსტრუქციის. ამ სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთი სულ მოიცავს 36 გზაგამტარს. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 8 გზაგამტარს. აშენდა 18 ახალი გზაგამტარი.

სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე 5 ახალი ხიდი აშენდა, 17-ს კი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

აქტიურად მიმდინარეობს ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის კეთილმოწყობა. სადგურში 1520 მმ-იანი ლიანდაგის სტანდარტიდან ევროპული სტანდარტის 1435 მმ-იან ლიანდაგზე სატვირთო ვაგონების გადაყვანისათვის სპეციალური აღჭურვილობა დამონტაჟდა. სატვირთო ვაგონების გადასაადგილებელი პუნქტი 11340 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

ცნობისთვის, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორია 102 ჰექტარს მოიცავს, სადაც სხვა ობიექტებთან ერთად განთავსებულია შენობები სადგურის პერსონალისთვის.

სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე, ალპურ ზონაში, სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ამ მონაკვეთზე მსხვილტონაჟიანი გადასატვირთი პუნქტი მოეწყო. აქვე ეწყობა თოვლდამცავი გალეერები.

BTK სწრაფ და უსაფრთხო საერთაშორისო კორიდორად მიიჩნევა.

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა გაზარდა.

ყარსის ლოგისტიკურმა ცენტრმა პირველი მატარებელი უკვე მიიღო და კომერციულ ოპერირების დაიწყება 2020 წლის ბოლოს იგეგმებოდა.

საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლის პროგრამის მიხედვით კი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ასამოქმედებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს სამინისტროების 2021-2024 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა და მეპატრონეებისთვის კომპენსაციების გადახდა.

შეგახსენებთ, თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადმომისამართდება. თურქეთიდან რუსეთში პირველი საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელმაც მარშრუტი 9 თებერვალს დაასრულა, მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა სარკინიგზო ვაჭრობის გაფართოებისთვის.

2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთშიც ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

BTK-ის პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობას გაეცანით ვიდეოში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system