თავში

როგორ გამოიყურება ქართული ტურიზმი რიცხვებში - Exclusive

როგორ გამოიყურება ქართული ტურიზმი რიცხვებში
როგორ გამოიყურება ქართული ტურიზმი რიცხვებში - Exclusive

ტურიზმი რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, ამაზე ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და  ექსპერტებიც თანხმდებიან. ქვეყნის მარკეტინგზე, საიმიჯო ვიდეორგოლებსა, თუ რეკლამირებაზე დახარჯული მილიონების პარალელურად, ტურიზმი იზრდება, თუმცა სპეციალისტები მის შემაფერხებელ ფაქტორებზე აქტიურად საუბრობენ. Report.ge-ი რამდენიმე ტურისტს გაესაუბრა და აღმოჩნდა, რომ მათ უკმაყოფილებას ძირითადად ინფრასტრუქტურული გაუმართავობა, მოუწესრიგებელი ტრანსპორტი და მომსახურების სექტორის დაბალი კვალიფიკაციაა. მათ პრეტენზიას სრულად იზიარებს ტურიზმის ექსპერტი, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით, დედაქალაქში, ფეხით გადაადგილება რთულია, შესაბამისი ბილიკები სასიარულოდ გამოყოფილი არ არის, ტროტუარები მოუწესრიგებელია და იქ ხშირ შემთხვევაში, ავტომობილებია გაჩერებული. მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი საპირფარეშოები.

"მიწისქვეშა გადასასვლელები მოუწესრიგებელია, ბინძურია და ღამის საათებში განსაკუთრებით ერიდებიან უცხოელები სარგებლობას. ასევე პრობლემაა ქალაქში გადაადგილება, დიდი ხანი უწევთ, როგორ წესი, ლოდინი მეტროში მატარებლის ან თუნდაც ავტობუსების, რთულია გზის გადაკვეთა, ქვეითებისტვის სივრცე ფაქტობრივად აღარაა. განსაკუთრებით აკვირვებთ უცხოელებს "ქაოსური" მიშენებები კორპუსებზე, ანუ აივნები, რომლებიც ჩამონგრევის პირას არის, ფაქტობრივად ერთ ბოძს ეყრდნობა. მთავარი პრობლემა, რაზეც უცხოელები აპელირებენ, უცხო ენების ცოდნის ნაკლებობაა, რაც მათ ურთულებს კომუნიკაციას ადგილობრივებთან. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, ამასთან დაკავშირებით ყველა ამბობს, რომ სტუმართმოყვარეობა იგრძნობა, თუმცა ხშირია უხეში მოპყრობაც, მაგალითად, მაღაზიებში," - განმარტა მამუკა ბერძენიშვილმა, რომელსაც ხშირად უწევს ტურისტების ჯგუფების ხელმძღვანელობა.

თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერისთვის დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 289.5 ათასი ლარია გამოყოფილი. აქედან 6 თვეში 151.9 ათასი, ანუ გეგმის 52% დაიხარჯა. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2018-ში არსებულ რაოდენობასთან მიმართებით 2.8%-ით მეტია. ამასთან, გასულ თვეში ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 0.6%-ით და მათმა რაოდენობამ სექტემბერში 539 524 შეადგინა - ეს რიცხვიც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. რაც შეეხება შემოსავლებს, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შემოსავალი 2.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.






ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system