თავში

როგორ გამოიყურება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დიდ დიღომში აშენდება

როგორ გამოიყურება მრავალფუნქციური კომპლექსი
როგორ გამოიყურება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დიდ დიღომში აშენდება

თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა 800 000 დოლარს შეადგენს.არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს წარმოადგენს. აქედან ერთი მიწისქვეშა სართული, გათვლილია ავტოსადგომისთვის (6 ავტოსადგომი)ასევე ეზოში გამოყოფილია ადგილი 11 ავტომობილისთვის. მიწისპირა და მეორე სართული გათვლილია კომერციული საქმიანობისთვის. 3,4,5 სართულები შეითავსებენ საოფისე ფართების ფუნქციას.

განმარტებით ბარაში ვკითხულობთ, რომ შენობა-ნაგებობა მოეწყობა რკინაბეტონის კონსტრუქციით, გადახურვის მეთოდს წარმოადგენს რკინაბეტონის ფილა. კედლები შეივსება ბლოკით, შეილესება და მოპირკეთდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის ტრავერტინის ფილები და დეკორატიული მეტალის ფირფიტები დაჟანგვის ეფექტით, მოეწყობა ხისა და მეტალის სხვადასხვა კონსტრუქციები. მოეწყობა ყავისფერი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები 2 სართულიდან 5_ს ჩათვლით, ხოლო პირველ სართულზე გამოყენებული იქნება შავი ფერის ალუმინის ვიტრაჟები.

ასე გამოიყურება ახლა ადგილი,სადაც ამ პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system