თავში

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული აბასთუმნის ობსერვატორია - PHOTO

როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული აბასთუმნის ობსერვატორია
როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული აბასთუმნის ობსერვატორია  - PHOTO

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

ობსერვატორია დამთვალიერებელს სავარაუდოდ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიიღებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ობსერვატორიაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო, სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.კეთილმოეწყო ასევე ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია.

აბასტუმნის ობსერვატორიის კეთილმოსაწყობად მთავრობამ 4.5 მილიონი ლარი დახარჯა.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა. ობსერვატორიას წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.





ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system