თავში

როგორ გამოიყურება შრომის ბაზარი პოსტკოვიდურ პერიოდში

როგორ გამოიყურება შრომის ბაზარი პოსტკოვიდურ პერიოდში
როგორ გამოიყურება შრომის ბაზარი პოსტკოვიდურ პერიოდში

ქვეყნის ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება (შრომის ნაყოფიერება/პროდუქტიულობა), 2020 წლის პირველ კვარტალში წლიურად 3.4%-ით გაიზარდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი მომსახურების სფერო იყო და პროდუქტიულობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც (3.1%) ამავე სფეროში აღინიშნა. 

ინდუსტრიულ დარგებში შრომის ნაყოფიერება 17.0%-ით, ხოლო სოფლის მეურნეობაში კი 0.2%-ით შემცირდა. ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების ნომინალურმა ზრდამ წლიურად 10.0% შეადგინა და ეს მაჩვენებელი 2020 პირველ კვარტალში საშუალოდ თვეში 1,424 ლარს გაუტოლდა. 

პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი წლიურად 6.4%-ით გაიზარდა. ეს ბოლო წლების განმავლობაში შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლის ზრდის მიზეზი პანდემიის შედეგად გამოშვების შენელებაა, რა დროსაც საწყის ეტაპზე მომუშავე პერსონალს შრომის ანაზღაურების განაკვეთები ძირითადად შეუნარჩუნდათ. პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ზრდა ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული ზრდა ზომიერად შეიძლება ჩაითვალოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system