თავში

როგორ გამოიყურება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ

როგორ გამოიყურება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ
როგორ გამოიყურება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ნოემბერში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდება. პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღის ტერიტორიაზე აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და შესასვლელში მოეწყობა სალაროსა და დაცვისთვის ჯიხურები.

ფონდის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 11 231 524 ლარია.

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მოუვლელობის გამო, ბაღი თითქმის სრულად იყო განადგურებული. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის ზვიად ქარჩავას განცხადებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას, შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system