თავში

როგორ განვითარდება სოფლის მეურნეობა - ვეფხია გიორგაძის ხედვა

როგორ განვითარდება სოფლის მეურნეობა - ვეფხია გიორგაძის ხედვა
როგორ განვითარდება სოფლის მეურნეობა - ვეფხია გიორგაძის ხედვა

მიწა, როგორც კაპიტალის მოზიდვის ბერკეტი, სოფლის მეურნეობაში უმნიშვნელოვანესია.

რა ფასი აქვს მიწას სოფლის მეურნეობაში და როგორ უნდა იყოს სოფლის განვითარების სტრატეგია, report.ge-სთან ეკონომიკის ექსპერტი ვეფხია გიორგაძე საუბრობს.

ექსპერტის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება უშედეგო და წყალში გადაყრილი ფულია, თუ მიწის განკერძოება არ მოხდება.

გიორგაძის თქმით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა გაერომ 40 მილიარდ დოლარად შეაფასა. 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობაში მილიარდნახევარი ლარი ჩაიდო სუბსიდიის სახით. გიორგაძე ამბობს, რომ 40 მლრდ დოლარიანი კაპიტალის დაძვრა სულ რაღაც 1,5 მილიარდი ლარით აბსურდია.

ექსპერტი report.ge-ს უხსნის, რომ უპირველესად ქართული მიწა საქართველოს მოქალაქეების ხელში უნდა გადავიდეს, რათა მასზე საბაზრო ფასი აღდგეს. გიორგაძე მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ უცხოელებზე გასხვისების უფლების დაშვება პრობლემა არ იქნება, რადგან ქვეყანაში შემოვა მართლა ინვესტორი და საქმის მკეთებელი.

"ასე ხდება განვითარებულ ქვეყნებში, მიწის დაცვის მექანიზმი კი მისი მაღალი საბაზრო ფასია, თუმცა გარვეული რეგულაცია უნდა იყოს და გარკვეულ მოთხოვნებს ინვესტორი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს, რაც მიღებულია პრაქტიკაა მსოფლიოში მიწის მართვის მიმართულებით," - გვიხსნის ექსპერტი.

ექსპერტი განმარტავს რომ დღეს მიწაზე შიდამოთხოვნა დაბალია, რადგან სახელმწიფო ბაზარს მიწას ჭარბად აწოდებს, რადგან სწორედ სახელმწიფო ფლობს ქართული მიწის 50%-ს.

"ჭარბი მიწოდება ფასს აგდებს, ანუ სახელმწიფო მიწის მიწოდებას ზრდის დაბალ ფასში. მიწას კი აფინანსებს კაპიტალის აქტივის ფასი, ანუ, თუ აქტივის ფასი დაბალი,ა სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება," - გვიხსნის გიორგაძე და დასძენს, რომ დღეს სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემა იაფი ფულის დეფიციტია. მისივე თქმით, იაფი ფულის მოზიდვა უმარტივესია შემდეგი გზით: საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის შემოყვანა, საგარანტიო ფონდის შექმნა, მიწის გასხვისება საქართველოს მოსახლეობაზე, გაცემული სესხების რესტრუქტურიზაცია.

"ბევრ სხვა პოლიტიკურ პარტიამდე ვთქვი არის ვიდეო ჩანაწერი 25 მარტის, რომ აუცილებელია, დიდი საგარანტიო სახელმწიფო ფონდის შექმნა და საინვესტიციო ბანკის/ფონდის შემოყვანა, არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაცია, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის მინიმუმამდე დაყვანა და უფასო პრივატიზაციის პარალელურად მიყოლება, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ პროცენტით ეკონომიკის დაკრედიტებას. აიღეს ჩემი მოდელი მაგრამ შეცვალეს, მთავარი მუხლი ამოიღეს, არადა საათის მექანიზმი ვერ იმუშავებს თუ მას ერთი დეტალი აკლია," - ასეთია ვეფხია გიორგაძის ხედვა სოფლის მეურნეობის გასავითარებლად.

მიწის რეგისტრაციის პროცესი კვლავ დაბალ დონეზეა.

ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაცია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ჯერ კიდევ ივნისში გამოცხადაა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რის საფუძველზეც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ.

იუსტიციის სამინისტროსთვის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს 251.0 მლნ ლარს, რაც 2020 წელთან შედარებით 26 მილიონი ლარით მეტია. აქედან მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 30,0 მლნ ლარზე მეტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system