თავში

როგორ გაუფასურდა ლარი და მისი სავაჭრო პარტნიორი ვალუტები

როგორ გაუფასურდა ლარი და მისი სავაჭრო პარტნიორი ვალუტები
როგორ გაუფასურდა ლარი და მისი სავაჭრო პარტნიორი ვალუტები

სექტემბერში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.0696-დან 3.2878- მდე (7.1 პროცენტით) , ხოლო ევროს მიმართ 3.6243- დან 3.8415-მდე (6.0 პროცენტით) გაუფასურდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სექტემბრის მიმოხილვაში.

ცენტრალური ბანკის ცნობით, სექტემბერში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.3332, ხოლო მინიმალურმა 3.0714 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 5.1 პროცენტი, ხოლო მინიმალური -3.2 პროცენტი დაფიქსირდა. 

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ - 1.0 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ - 0.3 პროცენტით, თურქული ლირის მიმართ - 5.6 პროცენტით, ხოლო რუსული რუბლის მიმართ - 4.5 პროცენტით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი უცვლელი დარჩა.

წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.2 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1 პროცენტით გაუფასურდა. წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4 პროცენტით გაუფასურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system