თავში

როგორ გეგმავენ საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის ზრდას

როგორ გეგმავენ საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის ზრდას
როგორ გეგმავენ საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის ზრდას

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანულმა ტუროპერატორებმა ერთმანეტთან კონკურენცია თანამშრომლობით უნდა ჩაანაცვლონ. ასეთია ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს აპარატის უფროსის კიანან გასიმოვის რეკომენდაცია.

”პირიქით, აუცილებელია ერთმანეთის დახმარება, რათა კონკურენტუნარიანი ტურისტული კომპანიები გამოჩნდნენ ბაზარზე,” - თქვა მან.

გაზიმოვმა დაამატა, რომ ზოგჯერ სააგენტოს უჭირს ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისას.

”ჩვენ ვქმნით ახალ პროდუქტს და შემდეგ გადავცემთ ოპერატორებს, რათა მათ გამოიყენონ ეს. სინამდვილეში, მოგზაურმა კომპანიებმა თავად უნდა გააკეთონ ეს სამუშაო და თავად შექმნან ახალი პროდუქტები. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა წარვადგინოთ ეს პროდუქტი საზოგადოებას, ”- განმარტა გასიმოვმა.

ცნობისთვის, თბილისში  აზერბაიჯანის ტურიზმის ოფისი ფუნქციონირებს.

როგორც report.az-ი იუწყება აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს უზრუნველყოს ტურისტებისთვის უფასო და კომფორტული გადაადგილება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანულმა და ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა მოამზადეს ტურისტული პაკეტები.

”მიზანია შექმნას უნიკალური პაკეტი ლოგოდეხიდან შეიკამდე და წითელი ხიდიდან განჯამდე. ამ მიზნით, აზერბაიჯანულმა და ქართულმა კომპანიებმა ჩამოაყალიბეს ტურისტული პაკეტები," - წერს report.az-ი.

report.ge დაინტერესდა მეტი დეტალებით, რას გულისმობს ქართულ-აზერბაიჯანული ტურისტული პაკეტები და რამდენადაა მასში გათვალისწინებული ქართული მხარის ინტერესები. შესაბამისი კითხვები უკვე მივწერეთ ოფისის წარმომადგენელს მარიამ ნათაძეს და დეტალებს პასუხების მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system