თავში

როგორ გეგმავს ხელისუფლება ჰესების მშენებლობის გაგრძელებას

როგორ გეგმავს ხელისუფლება ჰესების მშენებლობის გაგრძელებას
როგორ გეგმავს ხელისუფლება ჰესების მშენებლობის გაგრძელებას

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი მომავალი წლიდან გააქტიურდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რეზო არველაძემ report.ge-ს განუცხადა, რომ სახელმწიფო ჰიდროენერგეტიკის განვითარებას მხარს უჭერს და პოზიციას არც მომავალში შეცვლის. მისი როგნოზით, მოსალოდნელია, რომ გაყინული პროექტები დაიძვრება, რასაც ხელისუფლება მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერებით შეეცდება.

"სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით იმის გამო, რომ მოქალაქეების ჰესების მშენებლობის პროცესს ეწინააღმდეგებიან. ზოგ შემთხვევაში, წარმოდგენაც არ აქვთ, რა ეკოლოგიური ზიანის მომტანია ესა თუ ის პროექტი, დოკუმენტს არავინ ეცნობა. მესმის, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გარემოზე, ეკოლოგიაზე გავლენას ახდენს, მაგრამ რისკი უნდა შეფასდეს. მით უმეტეს, რომ ამ ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებები პროექტის უმეტესობაში გათვალისწინებულია. ახლა ეს თემა გააქტიურებულია და მომავალი წლიდან გადაწყვეტილებებს უფრო თამამად მიიღებენ, ცხადია, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მეტი კომუნიკაცია გვექნება", - განაცხადა რეზო არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ ჰესების მშენებლობა გახდა ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანიას თქმით, მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, რომლის სიძვირე აისახება ტარიფზე.

,,იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system