თავში

როგორ იგეგმება წყალტუბოს განვითარება

როგორ იგეგმება წყალტუბოს განვითარება
როგორ იგეგმება წყალტუბოს განვითარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში 6 ძირითად ფუნქციას აიღებს საკუთარ თავზე, ესენია: - კურორტის განვითარების გენერალური გეგმის შექმნა, საჯარო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, ადგილზე მცხოვრები დევნილების განსახლება, კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, წყალტუბოს მარკეტინგის ხელშეწყობა და ადგილზე არსებული სამკურნალო წყლის მართვის უზრუნველყოფა. 

"შევჩერდები პირველ პუნქტზე, რომელიც სავალდებულო იქნება შესასრულებლად ყველა მხარისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ აქტუალური გახდა საკითხი, რომ წყალტუბო უნდა განვითარდეს არა როგორც ცალკეული, ქაოტური ინიციატივები, არამედ როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება დანამდვილებით თუ რა ვადებში, რა ფორმით და რა სახით ვითარდება. საინტერესოა, რომ თავად წყალტუბო იყო დაგეგმილი, როგორც სპა კურორტი და პირველი გეგმა მისი განვითარების 100 წლის წინ დაიწერა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთიანი გენგეგმის სახით მოწესრიგებული პროექტი არ გაგვაჩნდა.  2014 წელს მთავრობის დავალებით შესრულდა კვლევა და დაიწერა განვითარების სტრატეგია, რომელიც შეასრულეს უცხოელმა კონსულტანტებმა. ეს სტრატეგია 2014 წლიდან მოყოლებული იყო საჯარო. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვეული დახვეწა და გარკვეული აფდეითი," - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system