თავში

პირბადეების პროგრამა ბაზრის გაჯერებამდე გაგრძელდება

პირბადეების პროგრამა ბაზრის გაჯერებამდე გაგრძელდება
პირბადეების პროგრამა ბაზრის გაჯერებამდე გაგრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პირბადეების წარმოების სახელმწიფო პროგრამის დეტალები გაასაჯაროვა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ წარმოებული ერთი პირბადის საშუალო თვითღირებულება 1 ლარსა და 8 თეთრს შეადგენს. 

"დაფინანსების მექანიზმი არის შემდეგი - სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო, ვიძენთ ნედლეულს, ანუ სამედიცინო დოლბანდს უხოეთიდან. ამას ვაკეთებთ ჩვენ იმიტომ, რომ სამედიცინო დოლბანდი არის საკმაოდ სტრატეგიული პროდუქტი და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა ან შეზღუდა მისი გარეთ გატანა და აქედან გამომდინარე, ჩვენი დიპლომატიური ძალებით უფრო ვახერხებთ ამის მოძიებას და შეძენას და ვიძენთ მას კომერციულ ფასად. გარდა ამისა, ამაში არის ჩადებული ჩვენი მკერავების შრომა, ეს შრომა და ხარჯები ასევე ასახულია ამ თვითღირებულებაში," - განმარტა თურნავამ და დაამატა, რომ საშუალოდ კერვა თითოეული პირბადის, ჯდება 60-დან 70 თეთრამდე. 

"ძალიან კარგია, რომ პირველი პარტიები ძალიან ბევრმა სამკერვალო საწარმომ მოგვაწოდა უფასოდ და მასში კერვის ღირებულება არ იყო ასახული. ჩვენც ასევე უფასოდ დავარიგეთ ეს პირბადეები სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებზე, მათ შორის 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებზე, ასევე კარანტინში დასაქმებულ ადამიანებთან მიდის ეს პირბადეები უფასოდ. ასევე პოლიციელებთან, ჯარში და სხვა, იმისთვის, რათა ეს პირბადეები გახდეს სისტემურად მიწოდებული ბაზარზე და ხელმისაწვდომი," - განმარტა მინისტრმა თურნავამ და დასძინა, რომ პროექტში დასაქმებულია ათასამდე ადამიანი და კერვის პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ ბაზარი არ გაჯერდება.

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე აფთიაქებში 400 000 ცალი პირბადე გუშინ შეიტანეს, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო, ერთ-ერთ ქსელში შეტანილი რაოდენობის 70% უკვე ამოყიდულია.

სააფთიაქო ქსელში ქართული პირბადეების 50 თეთრად ჩაშვების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საზოგადოებას ორი დღის წინ ამცნო. და პირბადე პირდაპირ ეთერშიც მოირგო.

მთავრობამ მასობრივი წარმოების დაწყება მარტის მეორე ნახევარში დაანონსა.

ქართული სამკერვალო საწარმოები უსასყიდლოდ ჩაერთვნენ პირბადეების დამზადების პროექტში.

ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო იმპორტული დოლბანდის ნედლეულით უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა.

შედეგად, საქართველომ, ბევრი სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შეძლო ამ დეფიციტური პროდუქტის მასობრივი წარმოების დაწყება.

ეკონომიკის მინისტრმა პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system