თავში

როგორ იქმნება უსაფრთხო ავტოპარკი ქვეყანაში

როგორ იქმნება უსაფრთხო ავტოპარკი ქვეყანაში
როგორ იქმნება უსაფრთხო ავტოპარკი ქვეყანაში

უსაფრთხო ავტოპარკსა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  დღეს ქართველმა და უცხოელმა სპეციალსიტებმა იმსჯელეს. განიხილეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის გაუმჯობესება, რომელია რისკ ჯგუფები, რა პრევენციული გზები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაცია, უსაფრთხო ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, მყარი ნარჩენების მართვა და ამ თემებთან დაკავშირებული უცხოური გამოცდილება. 

ორგანიზაცია EASST-ის დირექტორმა ემა მაკლენანიმ რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საგზაო შემთხვევების პრევენციის გზებზე ისაუბრა. 

"ქვეყანაში ათასობით ადამიანი სწორედ სატრანსპორტო კოლაფსისას იღუპება.  გზების უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და მოიცავს გზისა და ავტომობილის წესრიგში ყოფნას, მძღოლის პასუხისმგებლობას გადაუდებელი სამსახურის გამართულ მუშაობას და ა.შ. ბოლო წლების განმავლოაბში ბევრი სიახლეა, არის გარკვეული მიღწევები, მაგრამ არსებობს გამოწვევაც, რასაც ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მძღოლებისა და ქვევით მოსიარულეთა ქცევები, ნასვამობა მართვისას, ინფრასტრუქტურა და საგაზაო შემთხვევაზე შემდგომი რეაგირება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით  EASST აქტიურად მუშაობს, ვატარებთ ტრენინგებს საჯარო მოხელეებთან, მენეჯერებთან და საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან. ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დისკუსია, ყველა საინტერესო კითხვაზე უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ პასუხი. ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი იქნება, რომ პრობლემა მაქსიმალურად მოგვარდეს და ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოება, ასევე ნარჩენების მართვის საკითხი მაღალ დონეზე გადაწყდეს", - განაცხადა ემა მაკლენანიმ.  

პროექტი - „საქართველო: უსაფრთხო ავტოპარკი და ნარჩენების მართვა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება 

პროექტი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბებას საქართველოში მოქმედი ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის, ასევე, სახელმწიფო და კერძო კომპანიების, ორგანიზაციების ჩართვას და მათ მიერ ვალდებულებების აღებას ამ სფეროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system