თავში

როგორ იქცევა საქართველო კაკლისა და ნუშის სავაჭრო ჰაბად

როგორ იქცევა საქართველო კაკლისა და ნუშის სავაჭრო ჰაბად
როგორ იქცევა საქართველო კაკლისა და ნუშის სავაჭრო ჰაბად

„კაკლისა და ნუშის ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი არჯევანიძის ინფორმაციით, საქართველოში კაკლოვანი კულტურის წარმოების მოცულობა 30-50 ტონაა, რაც საქართველოს ბაზრის 10%-იც არ არის. მოთხოვნა კი, იმპორტით ბალანსდება. არჯევანიძის განმარტებით, კაკლოვან კულტურაზე მოთხოვნას განაპირობებს ტურისტების რაოდენობის ზრდა, საქართველოს, როგორც თხილის ექსპორტიორი ქვეყნის პოპულარიზაცია და ასევე დიეტებისა და კვებითი რაციონის საკითხი, სადაც კაკლოვანი კულტურა, მათ შორის ნუშის გადამუშავებული პროდუქტები, აქტიურად გამოიყენება.

"ჩვენ გაცილებით მეტი გაგვაქვს ექსპორტზე, ვიდრე ვტოვებთ ქვეყანაში. შესაბამისად საქართველოს აქვს შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს ჰაბად, რომელიც გაატარებს ამ კულტურებს და მიაწვდის სხვადასხვა ქვეყნებს. მაგალითად გერმანიას, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი მომხმარებელია კაკლოვანი კულტურების, სადაც ყველაზე პოპულარული ხდება დიეტური კვება," - განაცხადა ირაკლი არჯევანიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქარველოში კაკლოვანი კულტურის აქტიური იმპორტი ხორციელდება, მათ შორის უკრაინიდან და ყაზახეთიდან. საქართველოდან ხორციელდება კაკლოვანი კულტურის რეექსპორტიც. ამ პროცესის წარმართვას კი ხელს უწყობს საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა, ეს კი „კაკლისა და ნუშის ასოციაციის“ თავმჯდომარის განმარტებით, ქართველი მწარმოებლებისთვის დიდ შესაძლებლობასა და უპირატესობას წარმოადგენს. 

ნიგვზის მოხმარების ზრდასთან ერთად მისი იმპორტი საქართველოში 3 -ჯერ გაიზარდა. ამასთან “დანერგე მომავალის” პროექტის ფარგლებში ბოლო წლებში ქვეყანაში კაკლოვანი კულტურები 5 000 ჰექტარზეა გაშენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system