თავში

როგორ იმართება მიწის რესურსები?! - მინისტრის მოადგილე პროექტს გაეცნო

როგორ იმართება მიწის რესურსები?! - მინისტრის მოადგილე პროექტს გაეცნო
როგორ იმართება მიწის რესურსები?! - მინისტრის მოადგილე პროექტს გაეცნო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ საზედამხედველო საბჭოს სხდომა გაიმართა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოვკვეთოთ ის საჭიროებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს. ამასთან, აუცილებელია, ჩვენ ვიმუშაოთ ფერმერების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ქარსაფარი ზოლების აღდგენის, ასევე გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება, თითოეული ფერმერის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

საზედამხედველო საბჭოს შეხვედრაზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საძოვრების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს და რეკომენდაციებს, რომლებიც საძოვრების მდგრადი მართვის პროგრამის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორმა, სოფო ახობაძემ საპილოტე პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პროექტის ფარგლებში, საკანონმდებლო კომპონენტში განხორციელებული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მადლობა გადაუხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system