თავში

როგორ იმოქმედებს სესხების შესაძლო გადავადება ბანკების საქმიანობაზე

როგორ იმოქმედებს სესხების შესაძლო გადავადება ბანკების საქმიანობაზე
როგორ იმოქმედებს სესხების შესაძლო გადავადება ბანკების საქმიანობაზე

,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ სესხების კიდევ ერთხელ გადავადება საბანკო სექტორის სტაბილურობას მნიშვნელოვნად შეარყევს. მისი თქმით, არასწორია ბიზნესის მხრიდან მოთხოვნაც, რომ ბანკებთან კერძო სექტორს შუამავლობა გაეწიოს და რიგი შეღავათები დაწესდეს, რაც მთავრობასაც აზარალებს და ეკონომიკასაც სამომავლოდ მეტ პრობლემას შეუქმნის.

,,რა პრინციპზეა საუბარი არ მესმის. რატომ ჰგონიათ, რომ რამდენი ბიზნეს-ჯგუფიც მთავრობასთან დახმარების თხოვნით მივა, ყველას ექნება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა?! ასე არ გამოდის. მთავრობის ფუნქცია არ არის, რომ ფული ანაწილოს ერთი ჯიბიდან მეორეში. კერძო სესხებთან დაკავშირებითაც არასწორი მიდგომაა. ჩემი აზრით, ასეთ საკითხებში მთავრობა არ უნდა ჩაერიოს, ეს ბანკების საქმეა.  ხელისუფლებამ თავის დროზე დააშავა ის, რომ დასაქმების შესაძლებლობა მოსპო, ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანა. ცოტა არ იყოს, უცნაურია, ყოველთვის რატომ ხვდება, რომ 15 ორგანიზაციის წარმომადგენელი აქტიურობს და მთელი ბიზნესის სახელით საუბრობს. ბანკებს არანაკლებ უჭირთ, საკუთარი თავი აქვთ საშველებელი", - ამბობს შეშელიძე და დასძენს, რომ  ძალიან ბევრი ბიზნესი ვერ დააბრუნებს ვალს და სამომავლოდ საბანკო სექტორის ზარალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

,,უამრავი პრობლემა დაგროვდა, რასაც მთავრობის ჯიბეზე შემყურეობა, შემწეობის თხოვნა ვერ უშველის. შეიძლება, ვიღაცისთვის ჰაერიდან ცვივა ფული, მაგრამ ყველასთავის ასე არ არის. ამ დროს შემცირებული ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეკონომიკა ისევ გამოუვალ სიტუაციაშია, რიგი მიმართულებით შეზღუდვები ჯერაც მოქმედებს და კიდევ შეიძლება გამწვავდეს ვითარება როგორც ეპიდემიურად, ასევე ეკონომიკურადაც. ვფიქრობ, რომ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, თუკი ქვეყანა გონივრულ ნაბიჯს გადადგამს და წარმოების განვითარებაზე იზრუნებს, სხვა გამოსავალი დღეს რეალურად არ ჩანს", - აცხადებს ეკონომისტი. 

როგორც ცნობილია, ბიზნესი ითხოვს, 6 თვის ვადით გადავადდეს სესხები და გახანგრძილვდეს საგადახადო შეღავათები. ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა, სოსო ფხაკაძემ გუშინვე, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა ამ საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება.

სესხების გადავადებაზე ბანკებთან მთავრობის შუამდგომბლობას ითხოვს სარესტორნე ბიზნესიც. იგივე მოთხოვნა აქვს საოჯახო მარნებსაც.

ამ დროს ეკონომისტები აქცენტს ბანკების ზარაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ მათი დანაკარგი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 252 მილიონიანი ზარალი ნახეს.

     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system