თავში

როგორ იმუშავა კარანტინმა ეკონომიკაზე - Google-ის ანალიზი

როგორ იმუშავა კარანტინმა ეკონომიკაზე - Google-ის ანალიზი
როგორ იმუშავა კარანტინმა ეკონომიკაზე - Google-ის ანალიზი

Google-მა საქართველოსთვის გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ შეიცვალა ადამიანთა ქცევა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის ფონზე. 

ანგარიში აჩვენებს, რომ ისეთ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, მომხმარებელთა რაოდენობა 68%-ით არის შემცირებული, სამსახურებსა და ოფისებში კი ადამიანთა რაოდენობამ 43%-ით იკლო.


გართობა/დასვენება და ვაჭრობა - კლება 68% (ამ ჯგუფში შედის რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და კინოთეატრები)


სურსათის მაღაზიები და აფთიაქები - კლება 36% (ამ ჯგუფში შედის ბაზრობები, სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები და აფთიაქები)


პარკები - კლება 23% (ამ ჯგუფში შედის მუნიციპალური პარკები, ეროვნული ნაკრძალები და სხვა სივრცეები)



სატრანზიტო ჰაბები - კლება 56% (ამ ჯგუფში შედის ტაქსები, მეტრო, ავტობუსები, მატარებლის სადგურები)


სამსახურები/ოფისები - სამსახურებში 43%-ით არის ადამიანთა ნაკადი შემცირებული



საცხოვრებელი სახლები - ზრდა 14%

ცნობისთვის, ანგარიშის ბოლო დაკვირვების თარიღი 5 აპრილი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system