თავში

როგორ იმუშავებს "საქართველოს რკინიგზის" ახალი ინიციატივა

როგორ იმუშავებს "საქართველოს რკინიგზის" ახალი ინიციატივა
როგორ იმუშავებს საქართველოს რკინიგზის ახალი ინიციატივა

საქართველოს რკინიგზა“ ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვებს უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის მენეჯმენტმა გუშინ განაცხადა. „საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს, რომ ახალი ინიციატივის მიზანია სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობა. საუბარია ტერმინალებში შესული ავტომობილებიდან ტვირთების რკინიგზის ვაგონებსა თუ კონტეინერებში გადატვირთვაზე და მათ საბოლოო დანიშნულების პუნქტებამდე გაგზავნაზე.

სპევიალისტების ნაწილი "შაქართველოს რკინიგზის" ამ ინიციატივას უშედეგოს უწოდებენ.სარკინიგზო საკითხების ექსპერტი, დავით გოჩავა დარწმუნებულია, რომ ნებაყოფლობით ტვირთმფლობელები თავად არ მიმართავენ საქართველოს რკინიგზას და ამიტომაც ექსპერტი ფიქრობას, რომ  "საქართველოს რკინიგზის" ახალი ინიციატივა, არის ფიქცია. 

"მთავრობამ უნდა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება სატრანზიტო ტვირთნაკადების საავტომობილო ტრანსპორტიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადართვის შესახებ, რომელიც თანხმობაში უნდა იყოს კორონავირუსის კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით ეროვნული მასშტაბით გასატარებელ ღონისძიებებთან," - გვიხსნის გოჩავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system