თავში

როგორ იმუშავებს სავაჭრო ობიექტები პირველი თებერვლიდან

როგორ იმუშავებს სავაჭრო ობიექტები პირველი თებერვლიდან
როგორ იმუშავებს სავაჭრო ობიექტები პირველი თებერვლიდან

დაზუსტდა მოთხოვნები სავაჭრო ობიექტებისთვის: ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი, ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა.

ამის შესახებ თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესი შემდეგი მოთხოვნებით მივიდა: 1.  პირველი თებერვლიდან მუშაობა ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით იყოს შესაზლებელი, 2. დაწესდეს შეღავათები ქონების გადასახადზე, 3. აღდგეს  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, 4. გადაიწიოს „კომენდანტის საათი".  სექტორი ასევე მათთვის ანტიკრიზისული პაკეტის შექმნას ითხოვს.

რაზე შეუთანხმდა სავაჭრო სექტორი მთავრობას, ანუ რა მოთხოვნები დაუკმაყოფილა ხელისუფლებამ სავაჭრო სექტორს, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system