თავში

როგორ "ითარგნმება" ეკონომიკაში კორუფციის დაბალი დონე

როგორ "ითარგნმება" ეკონომიკაში კორუფციის დაბალი დონე
როგორ ითარგნმება ეკონომიკაში კორუფციის დაბალი დონე

"ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს, რადგან განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში საგარეო მოთხოვნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია. ამ თვალსაზრისით უნდა გამოიყოს მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაციის, Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსი-Trace Matrix, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში," - ასე აფასებს  ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქ-პოსტში Trace Matrix „კორუფციის რისკის მატრიცის“ რეიტინგში საქართველოს წარმატებას. 

ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2020 წლის Trace Matrix „კორუფციის რისკის მატრიცის“ რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესდა და 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა.

მისი თქმით, აღნიშნული რეიტინგი იმითაც არის ყურადსაღები, რომ რეიტინგი ქვეყნებს აფასებს როგორც კორუფციის შესაძლებლობის, ასევე ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით.

ქვეყანას აქვს პროგრესი სამივე ამ ძირითადი კომპონენტის მიხედვით. საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი”- ამ აგრეგატში, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

„მთლიანობაში, კორუფციის დაბალი დონე, საკანონმდებლო კომპონენტთან და ბიზნესთან მიმართებაში ითვლება რა საინვესტიციო გარემოს შეფასების მნიშვნელოვან მდგენელადაც, უკვე უახლოეს წლებში საინვესტიციო ნაკადების ზრდის წინაპირობადაც უნდა განვიხილოთ; გარდა ამისა, წარმოდგენილი ფაქტორებიდან დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, პირველ რიგში სახელისუფლებო დონეზე, არის ეკონომიკური ზრდის სტიმულატორიც. შემთხვევითი არ არის, რომ უკვე მომავალი წლიდან ეკონომიკა არა მხოლოდ გამოვა რეცესიიდან, უკვე უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა. ის უპრეცედენტოდ დიდი საერთაშორისო ფინანსური დახმარებაც, რაც ქვეყანამ პანდემიურ პერიოდში ერთ-ერთმა პირველმა მიიღო, ამ პროგრესის ნათელი ილუსტრირებაა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის ცილისმწამებლურ და დამახინჯებულ პოზიციონირებას ქვეყანაში კორუფციის ზრდაზე!“ - წერს ექსპერტი. 

შეგახსენებთ, Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

მსოფლიოში აღიარებულმა ბიზნეს ასოციაცია TRACE-მ, რომელიც სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პირველი ადგილი მიაკუთვნა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ინდექსით. რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს, რომელთაგან ერთერთის მიხედვით - “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება“ - საქართველო, მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system