თავში

როგორ იწარმოება ბიოყურძენი

როგორ იწარმოება ბიოყურძენი
როგორ იწარმოება ბიოყურძენი

2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ.

"ეს ქართული ღვინის სექტორს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისა და ცნობადობის შექმნის კუთხით ერთი ეტაპი გავიარეთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამ პროცესში გლობალური კონკურენციაა, მთელი მსოფლიო რაღაცას აკეთებს და ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს. 2021 წლიდან ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს“, - განაცხადა წლევანდელი რთველის მიწურულს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

დღეს მსოფლიოში ბიოყურძენზე დიდი მოთხოვნაა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევის ცენტრი განმარტავს, რა აუცილებელ მოთხოვნებს უნდა ითვალისწინებდეს ფერმერი ბიოყურძნის წარმოებისას.

აგროსპეციალისტების ღცევით, ნებადართული სპილენძის პრეპარატების გამოყენებისას ვენახში მათი ოდენობა არ აჭარბებდეს 6 კგ/ჰა-ზე წელიწადში. დამჭერებად ან მახეებში გამოყენებული ნივთიერებები (ფერომონების გარდა) უშუალოდ არ უნდა ეხებოდეს კულტივირებულ მცენარეს. სასურველია მორწყვა განხორციელდეს წვეთოვანი სისტემით.მათი თქმით, მეურნეობაში წარმოებული ყურძენი ბიოპროდუქტად ჩაითვლება მხოლოდ დადგენილი გარდამავალი პერიოდის გავლის შემდეგ."ბიოწარმოებაში დასაშვებია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული განახლებადი მეორადი გამოყენების ან ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალა, შესანახი კონტეინერი და ჭურჭელი, რომელიც უზრუნველყოფს ეკოსისტემის დაბინძურების თავიდან აცილებას. დაუშვებელია ბიოპროდუქტის შეფუთვისათვის გამოყენებული მასალის ხელახალი გამოყენება იმავე მიზნით. ბიოპროდუქცია სათანადოდ უნდა იყოს დაბინძურებისაგან დაცული და სხვა პროდუქტისაგან დაშორებული. ყურძენი ბიოპროდუქტად მიიჩნევა მაშინ, თუ ეტიკეტზე ნიშანდებაზე, რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: „ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ ან მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ანდა ლოგო. კონვერსიის პერიოდის ეტიკეტირება - ნიშანდება უნდა განსხვავდებოდეს სრული ბიოწარმოების ეტიკეტირება ნიშანდებისაგან და უნდა მოიცავდეს სიტყვებს: „ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტი“ ან „კონვერსიის პერიოდის პროდუქტი”. ეტიკეტზე და თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო.," - ასეთია აგრომეცნიერთა რეკომენდაციები.

ცნობითვის ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის მარკეტინგის პროაქტიული გეგმა შეიმუშავა. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. გაიმართება 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად, მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურ 8 %-იან ზრდას ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system