თავში

როგორ იცავს აზერბაიჯანი ეკონომიკას კორონავირუსისგან

როგორ იცავს აზერბაიჯანი ეკონომიკას კორონავირუსისგან
როგორ იცავს აზერბაიჯანი ეკონომიკას კორონავირუსისგან

აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმების და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის დირექტორის, ვუსალ გასიმლის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მთავრობა 164 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს COVID-19-ის შედეგების გასანეიტრალებლად. 

მისი თქმით, მშენებლობა, სამთო, ნავთობქიმიური მრეწველობა, ციფრული ეკონომიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ლოჯისტიკა, ტელეკომუნიკაცია, შიდა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები იქნება.

ვუსალ გასიმლმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა 57 მილიონ აშშ დოლარს მიმართავს  უშუალოდ ახალი კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში.

უმუშევართა დროებითი დასაქმება უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სამსახურებში 50,000 ანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნით, ხოლო, დაახლოებით, 200,000 დროებით უმუშევარი 111 აშშ დოლარის ოდენობის შემწეობას მიიღებს ორი თვის განმავლობაში.

გასიმლის თქმით, აზერბაიჯანის მთავრობა ყველაფერს აკეთებს საჯარო და კერძო სექტორში 1,574,000 თანამშრომლის დათხოვნის თავიდან აცილებისა და  შვებულებაში მყოფი მოსამსახურეების ხელფასების შესანარჩუნებლად. 

თვითდასაქმების პროგრამა მოიცავს 11000 ადამიანს, ხოლო 20 000-მდე ადამიანი მიიღებს უმუშევრობის დაზღვევის შეღავათებს. აპრილისა და მაისის თვეში ადამიანების მიერ ყოველთვიური შეღავათიანი ელექტროენერგიის მოხმარების ზღვარი გაიზრდება 100 კილოვატამდე საათში.

ქვეყნის ხელისუფლება 23 მილიონი აშშ დოლარს დახარჯავს ხელმოკლე ოჯახების სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system