თავში

როგორ იცვლებოდა ინფლაციური პროცესები

როგორ იცვლებოდა ინფლაციური პროცესები
როგორ იცვლებოდა ინფლაციური პროცესები

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად პირველად მოხერხდა, რომ ინფლაციის საერთო ტემპმა, წინა თვეებთან შედარებით არათუ დაიკლო, არამედ მისი გამოთანაბრებაც დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ თუკი აქამდე ძირითადად მატულობდა სურსათის ფასი, ამ ეტაპზე, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, ეკონომიკამ უკვე კორონავირუსით გამოწვეული დარტყმა თანაბრად გადაინაწილა ყველა სექტორზე და საქმიანობის სხვადასხვა სფერო თანაბარი გამოწვევის წინაშე დააყენა.

,,ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში, ბოლო 6 თვის მანძილზე, რაც პანდემიამ მოიცვა ჩვენი ეკონომიკა, ყოველთვიური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალია. თუმცა თუ ავიღებთ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფლაცია ყველაზე დაბალია. ეკონომიკაში მიღებულია და თვლიან, რომ თუ საშუალო და მოკლევადიან პერიოდში ზრდად ინფლაცაის თუ აქვს ადგილი, გარკვეულწილად გამოხატავს ერთობლივი მოთხოვნის ზრდას, როგორც ამ შემთხვევაშია და პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ.  კიდევ ერთი მომენტია ის, რომ მკვეთრად შემცირდა სასურსათო ფასების ზრდის ტემპი და ინფლაციის ზრდის მაჩვენებელს დაუახლოვდა, მათ შორის სხვაობა პროცენტული პუნქტების მიხედვით, მხოლოდ 1,7%-ის ფარგლებშია", - აღნიშნავს არჩვაძე და დასძენს, რომ ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ თუ 3,8% შეადგინა, სურსათზე ფასები გაიზარდა 5,5%-ით და ეს არის ისტორიული ფაქტი, რადგან ბოლო 4 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე ფასების ზრდის ტემპი ინფლაციის მაჩვენებელს ჩამორჩა. 

,,ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორცის ფასი გაიზარდა მხოლოდ 3,3%-ით, როცა ინფლაცია გაცილებით მაღალი იყო. აპრილში, როცა ინფლაცია იყო 6%-ზე მაღალი ხორცის ფასი 16%-ზე უფრო მეტად გაიზარდა. შეგვეძლო ვთქვათ, რომ უკვე ინფლაციის საერთო ტემპმა, წინა თვეებთან შედარებით არათუ დაიკლო, არამედ მისი გამოთანაბრებაც დაიწყო, თუკი აქამდე მატულობდა სურსათის ფასი, ახლა ზომიერ ზრდას აქვს ადგილი, მცირეოდენი შემცირება მოხდა სატრანსპორტო კომპანიასა და ზოგიერთი სხვა მიმართულებით, მაგრამ მთლიანობაში,  ვხედავთ, რომ ეკონომიკაში საქმიანობის სხვადასხვა სფერო თანაბარი გამოწვევის წინაშეა, რაც შეიძლება პოზიტიურ მოვლენად ჩაითვალოს", - განმარტავს სტატისტიკოსი report.ge-თან.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system