თავში

როგორ იზარალა ტურიზმმა პანდემიით

როგორ იზარალა ტურიზმმა პანდემიით
როგორ იზარალა ტურიზმმა პანდემიით

2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო, რაც საქართველოსთვის, როგორც პატარა ეკონომიკისთვის, ძალიან დიდი დარტყმაა. 

ტურისტული სექტორის შემოსავლები ბოლო 2 წლიან ჭრილში ასეთია:

  • 2019 წლის, იანვარი – $164,5 მლნ; 2020 წელი – $193,4 მლნ;
  • 2019 წლის თებერვალი – $169,2 მლნ; 2020 წელი – $160.5 მლნ;
  • 2019 წლის მარტი – $244,7 მლნ; 2020 წელი – $73,8 მლნ;
  • 2019 წლის აპრილი – $267,2 მლნ; 2020 წელი – $8.5 მლნ;
  • 2019 წლის მაისი – $270,4 მლნ; 2020 წელი – $9,1 მლნ;
  • 2019 წლის ივნისი – $340 მლნ; 2020 წელი – $11.2 მლნ;
  • 2019 წლის ივლისი – $395,4 მლნ; 2020 წელი – $12,1 მლნ;
  • 2019 წლის აგვისტო – $412,8 მლნ; 2020 წელი – $14.8 მლნ;
  • 2019 წლის სექტემბერი – $318,6 მლნ; 2020 წელი – $15,7 მლნ;
  • 2019 წლის ოქტომბერი – $266,8 მლნ; 2020 წელი – $15.2 მლნ;
  • 2019 წლის ნოემბერი – $201.7 მლნ; 2020 წელი – $11.9 მლნ;
  • 2019 წლის დეკემბერი – $217.2 მლნ, 2020 წელი – $14.5 მლნ;

ტურიზმი ეროვნული შემოსავლის უმსხვილესი წყარია, ამიტომაც სწორედ მის აღდგენაზეა დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, თუ 2021 წლის მეორე ნახევარში ტურიზმი სექტორი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებაა მოსალოდნელი და ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 4%-ი ფარგლებში გაიზრდება, ხოლო თუ ტურიზმი საერთოდ ვერ არდგა, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ის ფარგლებში გაიზრდება.

სპეციალისტების განმარტებით, ჩაკეტილი საზღვრებით ეკონომიკამ დაკარგა 9-მილიონიანი ტურისტუული ბაზარი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სახით. ეკონომისტების მტკიცებით, ტურიზმის სექტორის კომბინირებული წილი, ქვეყნის მშპ-ში მომიჯნავე მომსახურებისა თუ სარესტორნო ბიზნესის ჩათვლით, დაახლოებით 25%-ს უტოლდება. ამიტომაც ტურიზმის კლება ეკონომიკის თითქმის ყველა სხვა სექტორს ნეგატიურად შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system