თავში

როგორ კეთდება წიწიბურას ბიზნესი

როგორ კეთდება წიწიბურას ბიზნესი
როგორ კეთდება წიწიბურას ბიზნესი

წიწიბურას კარგი წინამორბედია შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, სიმინდი, პარკოსნები, საშემოდომო თავთავიანები. მაღალ აგროფონზე მოყვანისას წიწიბურა ითვლება ფიტოსანიტარულ კულტურად და კარგი წინამორბედია სხვა კულტურებისთვის.ამის შესახებ აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, SRCA-ს, წიწიბურას სამრეწველო მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, წიწიბურა არ უნდა დაითესოს შვრიას შემდეგ და ნემატოდით დაავადებულ ნაკარტოფილარ ადგილას. მისი მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ორგანული და მინერალური სასუქების რაციონალური გამოყენება. "აზოტოვანი სასუქი უკეთესია გამოვიყენოთ გაზაფხულზე, თესვის წინა კულტივაციის წინ 10-15კგ და სავეგეტაციო გამოკვებაში - მწვრივთშორისების კულტივაციის ჩატარებისას, ყვავილობის პერიოდში 10-15კგ. ფოსფორიანი სასუქები გამოიყენება მზრალად ხვნის წინ -10-20კგ. კალიუმიანი სასუქების გამოყენება ხდება მზრალად ხვნის დროს-10-20კგ.  მზრალად ხვნა ხორციელდება შემოდგომით 20- 27 სმ სიღრმეზე, ადრე გაზაფხულზე მზრალი უნდა დაიფარცხოს, თესვის წინ ჩატარდეს კულტივაცია. წიწიბურას მაღალი მოსავლის მიღების საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ჯიშს.წიწიბურას მოსავლიანობა დამოკიდებულია თესლის ხარისხზე. უნდა დაითესოს გასავრცელებად დაშვებული (დარაიონებული) ჯიშის მსხვილი დაკალიბრებული მარცვალი. დათესვის წინ თესლი უნდა შეიწამლოს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ფუზარიოზი, ცერკოპოროზი, ნაცრისფერი სიდამპლე და სხვ. თესლი თესვის წინ უნდა დამუშავდეს ბორის მჟავავას 1,05% იანი და მოლიბდენის 0,05% ხსნარით, შეწამვლა და მიკროელემენტებით დამუშავება შესაძლებელია ერთდროულად," - განმარტებულია დოკუმეტში. აგროკონსულტანტების თქმით, წიწიბურა ტიპიური საგაზაფხულო კულტურაა და ითესება გაზაფხულზე, როცა ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე მიაღწევს 12-14°C. წიწიბურა ითესება ჩვეულებრივ მწკრივებად, ვიწრო და ფართე მწკვრივბად. თესლის მისაღებად უმჯობესია ფართე მწკვრვებად თესვა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თესლის მიღებას. თესვის ნორმა დამოკიდებულია ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, თესვის ვადაზე, წესსა და ჯიშის ბიოლოგიაზე."სარეველებთან ბრძოლის აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად ძლიერ დასარევლიანებულ ნათესში გამოიყენება ჰერბიციდები. ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება ჰერბიცდი 2-д ამინის მარილი 1-1,2კგ /300ლ/ჰ.კ. წიწიბურას მაღალი მოსავლის მიღების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფუტკრით დამტვერვას. ყოველ ჰექტარზე aუცილებლად საჭროა 2-3 ფუტკრის სრულყოფილი ოჯახი, რომელიც ყვავილობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე დაიდგმება ნათესთან. სკები ერთმანეთისგან 400-500 მ-ის დაცილებით განლაგდება. დასაცავად უპიველეს ყოვლისა აუცილებელია მაღალ დონეზე ჩატარდეს და დაცული იყოს საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები (თესლბრუნვა, განოყიერება, ნიადაგის დამუშავება, თესლის მომზადება დასათესად, თესვის ვადა და წესი და ნათესის მოვლა)," - ასეთია აგროსპეციალისტების რეკომენდაცია. ცნობისთვის, წიწიბურას მოსავლის აღება ხდება მაშინ როცა მცენარეზე მარცვლის 75-80% მომწიფდება. აღება უნდა მოხდეს შემჭიდროებულ ვადებში. მოთიბვის დროს მცენარე იჭრება მიწის ზედაპირიდან 15-20 სმ სიმაღეზე. გათიბვა და გამოლეწვა უნდა მოხდეს გაყოფით. ღვარეულის გამოლეწვა ხდება წინასწარ დარეგულირებული კომბაინით, რომელიც გულდასმით უნდა გაიწმინდოს სხვა კულტურის თესლისგან, რომელიც მის ღრეჩოებში შეიძლება იყოს ჩარჩენილი. მიღებული მოსავალის შენახვა უნდა მოხდეს მშრალი საწყობის პირობებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system