თავში

როგორ ხდება თამბაქოს ჩითილის გამოყვანა

როგორ ხდება ​თამბაქოს ჩითილის გამოყვანა
როგორ ხდება თამბაქოს ჩითილის გამოყვანა

ჩითილის გამოყვანა ხდება კვალსათბურებში ან სათბურებში. თამბაქოს თესლი ძალზე წვრილია, ამიტომ ითესება ზერელედ (0,5სმ. სიღრმეზე) ან ზემოდან მობნევით.

ფერმერებს აგრორჩევას საჯაროდ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აძლევს.

სპეციალისტების განმარტებით, ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი. სათბურში 1მ2 ფართობზე ითესება 0,6გ. თესლი, ზამთრის კვალსათბურში კი 0,8 -1გ.; 1მ2 ფართობიდან მიიღება დაახლოებით 1200 ნერგი. 1 ჰექტარი პლანტაციისთვის კი საჭიროა დაახლოებით 80 მ2 კვალსათბურის დატვირთვა. თესვის ვადა დამოკიდებულია დარგვის ვადაზე და კვალსათბურის ტიპზე (თბილი, ნახევრად თბილი და ცივი კვალსათბური) იმ ანგარიშით, რომ გადასარგავი ჩითილის ასაკი 35-45 დღის უნდა იყოს.

სპეცისლიეტების განმარტებით, ჩითილის მოსავლელად საჭიროა, დათესვიდან მესამე ფოთლის ასაკამდე ნიადაგი მუდმივად ტენიანი იყოს. შემდეგ მორწყვა უნდა შემცირდეს და დღეში ერთხელ უნდა წარმოებდეს. გადარგვამდე 10-12 დღით ადრე კი ირწყვება დღეგამოშვებით, მაგრამ მეტი ნორმით.

"ჩითილის გამოკვებას იწყებენ სამი წყვილი ფოთლის განვითარების შემდეგ. 1მ2-ზე შეაქვთ 19გ. - გოგირდმჟავა ამონიუმი; 10გ.- სუპერფოსფატი და 5გ. - გოგირდმჟავა კალიუმი. გამოკვება წარმოებს 3-4-ჯერ. უკანასკნელი გამოკვება უნდა შეწყდეს მინდორში გადარგვამდე 7-10 დღით ადრე. თამბაქოს დაავადების -პერენოსპოროზის საწინააღმდეგოდ ნერგს წამლავენ 80%- იანი ცინების 0,3% ხსნარით - 0,25ლ 1მ2 ფართობზე," - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში.

 

მეთამბაქოეობა ყველაზე მეტად აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტშია განვითარებული. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ნათესი ფართობი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 11 ათას ჰექტარს შეადგენდა, ხოლო ყოველწლიურად იწარმოებოდა 17 ათას ტონაზე მეტი ნედლეული. ამავე პერიოდში, საქართველოში ფუნქციონირებდა 7 საფერმენტაციო ქარხანა (მათ შორის, ერთი - ბათუმში), აქ დამუშავებული ნედლეული იგზავნებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განლაგებულ ფაბრიკებში, სადაც საკუპაჟე მასალად იყენებდნენ.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან უარყოფითი ტენდენციები გამოიკვეთა. თანდათანობით დაეცა როგორც თამბაქოს ნედლეულის, ისე მისგან დამზადებული პროდუქციის მაჩვენებელი. პლანტაციების ფართობი 0,5 ჰა-მდე შემცირდა, ხოლო ნედლეულის წარმოება - 1,1 ტონამდე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მდგომარეობით, თამბაქოს კულტურას რეგიონში 92 ჰა უჭირავს

თამბაქოს კულტივირებით აჭარაში 1 000 ოჯახია დაკავებული. ამ მიზნით გამოყენებული საოჯახო მეურნეობების ფართობები 500-დან 3 000 კვ.მ-მდე მერყეობს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზარზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system