თავში

როგორ ხედავენ ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებას საქართველოში - რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ

როგორ ხედავენ ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებას საქართველოში
როგორ ხედავენ ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებას საქართველოში - რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ

ჩინეთმა არგენტინასთან სოიოს მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. ამ გზით, მსოფლიოს მეორე უმსხვილესმა ეკონომიკამ ცხოველთა ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი საკვები წყარო შექმნა. სახალხო რესპუბლიკა აშშ-სთან არსებული სავაჭრო ომის გამო, სოიოს ახალ მიმწოდებელს უკვე დიდი ხანია ეძებდა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ყოველწლიურად ხუთ მილიონ ტონა სოიოს ექსპორტს განახორციელებს ჩინეთში, რაც დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება.

სავაჭრო კონფლიქტისა და ე.წ. სადამსჯელო ტარიფების გამო, აშშ-დან ჩინეთში სოიოს ექსპორტი ფაქტობრივად განახევრებულია. პეკინი კიდევ დამატებით მინიმუმ 9 მიმწოდებელს ეძებს, რათა ქვეყნის 500 მილიონზე მეტი ღორისა და მსხვილფეხა საქონლის შენახვა უპრობლემოდ მოახერხოს.

თავად ჩინეთი სოიოს თითქმის აღარ აწარმოებს, რადგან იმპორტი ბევრად უფრო იაფი ჯდება.
არგენტინა მსოფლიოს მასშტაბით სოიოს უდიდესი ექსპორტიორია. წელს სავარაუდოდ, საზღვარგარეთ 26 მილიონ ტონა მოსავალს გაიტანენ.

როგორ ცდილობს ჩინეთი გადაარჩინოს საკუთარი ეკონომიკა ამერიკული სავაჭრო რეპრესიისგან ისე, რომ მინიმალური დანაკარგი მიიღოს. ამის შესახებ Report.ge მსოფლიო ეკონომიკის მიმომხილველებსა და ანალიტიკოსებს დაეკითხა. სიმონ გელაშვილი, თსუ-ს პროფესორი, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი Report.ge - სთან საუბრისას ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას ცალსახად იწონებს და ამბობს, რომ ამით ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით ჩინური ექსპანსიისგან იცავს საკუთრ ბაზარს ად ადგილობრივ წარმოებას. ეკონომიკის ექსპერტი განმარტავს, რომ ეს უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის კარგი მაგალითი. რაც შეეხება ჩინეთს, ექსპერტის აზრით, ამ ქვეყნის ეკონომიკის სათავესთან მდგარმა პირებმა მიიღეს ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილება,-ახალი ტარიფების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში პეკინმა წარმოადგინა 60 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქციის სია, რომელიც დაიბეგრება, თუ ვაშინგტონი ახალ ტარიფებს მიიღებდა. ექსპერტი განმარტავს, რომ ჩინეთმა ყველაფერი იღონა შესაძლებლობის ფარგლებში, თუმცა მაინც დაზარალდა, რადგან მას ნაკლები შესაძლებლობა აქვს რაიმე გავლენა მოახდინოს ვაშინგტონზე იმის გამო რომ ჩინეთის ექსპორტი აშშ-ში ბევრად აღემატება ამერიკულ ექსპორტს ჩინეთში.

"დააკვირდით, რა ჭკვიანად თამაშობს ეს უმსხვილესი ეკონომიკები საკუთარ პარტიებს მსოფლიო ბაზარზე. პეკინმა ტარიფებს უპასუხა ვალუტის კურსის მანიპულირებით და ხარჯების მწარმოებელზე გადანაწილებით. ასე, რომ ამ გადასახედიდან სავაჭრო ომის შედეგად ჯერჯერობით ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამერიკელი ფერმერები, რომლებიც სოიოს აწარმოებენ. თუმცა აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებამ შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს გრძელვადიან პერსპექტივაში. „მერილ ლინჩის“ ეკონომისტების აზრით, თუ დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა, ეს გამოიწვევს მიწოდების ჯაჭვის რღვევას და შესაძლოა ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგოს. აშშ-ისა და ჩინეთის დაპირისპირება ევროპის ქვეყნებსაც აზარალებს," - აცხადებს პროფესორი სიმონ გელაშვილი.

მისი წინასწარი პროგნოზით, უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს. ტრამპის ტარიფები გავლენას ვერ მოახდენს პეკინის ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკაზე, თავის მხრივ, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი დროული და საჭირო იყო ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის. როგორც ექსპერტმა Report.ge-ს განუცხადა, კარგი იქნება, თუ ამ კონკრეტულ მაგალითზე საქართველო ისწავლის ერთ რამეს: ყოველი თეთრი ეკონომიკაში უნდა მოხმარდეს ადგილობრივი წარმოების წახალისებას და დამოუკიდებელი, ნაკლებად დამოკიდებული ეკონომიკის ფორმირებას.

"ნურც საგარეო ვალით გაკეთებული პროექტებით გვაწონებენ თავს. ამ ვალის გადახდა ჩვენ მოგვიწევს, თითოეულ მოქალაქეს. ესე იგი, გვადებენ ვალს ისე, რომ არ გვეკითხებიან გვინდა თუ არა, ან რაში დახარჯავენ ნასესხებ ფულს. აი, ამერიკაში ჯერ ვალის აღებას განიხილავს ხალხის არჩეული პარლამენტი, მერე იმას რაში დახარჯონ," - განმარტავს სიმონ გელაშვილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system