თავში

როგორ ხვდება ბიზნესი შეზღუდვების მოსალოდნელ მოხსნას

როგორ ხვდება ბიზნესი შეზღუდვების მოსალოდნელ მოხსნას
როგორ ხვდება ბიზნესი შეზღუდვების მოსალოდნელ მოხსნას

ეკონომისტების შეფასებით, ბიზნესში დასაქმებულთა დიდი ნაწილი, შესაძლოა, სამსახურს ვერც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაუბრუნდეს. არ არის გამორიცხული, სამუშაო ადგილები კვლავ დაიკარგოს, რის გამოც მოქალაქეებს არანაირი ალტერნატივა არ რჩებათ გარდა იმისა, რომ  საქმიანობის პროფილი შეცვალონ. ბიზნესში მოსალოდნელ პრობლემაზე report.ge-თან ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე საუბრობს . მისი შეფასებით, ეკონომიკის ნაწილობრივი ლოკდაუნი თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც ქვეყნის დასაქმების სტრუქტურა თავდაყირა დააყენა და მოქალაქეები უმუშევრობისთვის გაწირა.

,,ბიზნესი არსებობს იმისთვის, რომ უნდა იმუშაოს. ყველაფერი გაკეთდა, რომ კომპანიები გაკოტრებამდე მიეყვანათ, ბიზნესი კრიზისს განიცდის. იმის მაგივრად, რომ ხელშმწყობი ღონისძიებები შეემუშავებინა მთავრობას, აგრესიულ მეთოდებზე გადავიდა - დაჯარიმების, ზოგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაზეც, რაც არასწორია. თავის მართლება, რომ სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური სიტუაციაა, მწარე ღიმილის მომგვრელი და უსაფუძვლოა. თუკი აქამდე მივიდა საქმე, მაშინ სხვა ქვეყნების ეკონომიკური სტრუქტურაც უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, საფრანგეთი თუ აჩერებს სავაჭრო დაწესებულებებს, მშპ-ში ამ სეგმენტს ძალიან დაბალი წილი უჭირავს საფრანგეთში, ჩვენთვის მაგალითად ვერ გამოდგება. ეკონომიკა ძირითადად სავაჭრო სეგმენტზეა ჩამოკიდებული. შესაბამისად, ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით განვითარებულ ქვეყნებს ვერ ვედრებით და რეგულაციების ნაწილში რატომ უნდა დავეთანხმოთ, გაუგებარია. ცხდია, რომ ვიღაცამ თვისი გასაკეთებელი ვერ გააკეთა,  განსაკუთრებით ჯანდაცვამ ვერ გაართვა თავის მოვალეობას ჯეროვნად თავი და ამის გამო სავაჭრო სექტორზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი. ისეთი მდგომარეობაა, ბიზნესი რომც გახსნან, კომპანიები მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ და ბევრი უმუშევარი დარჩება, დასაქმების მთელი სეგმენტი თავდაყირაა. ამიტომ ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს - შეცვალონ პროფილი, ცოდნა გაიღრმავონ სხვა მიმართულებით, სხვა გამოსავალი არ ჩანს", - ამბობს შეშელიძე report.ge-თან.

ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები იხსნება. წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system