თავში

როგორ ხვდება სეზონს ზამთრის კურორტები

როგორ ხვდება სეზონს ზამთრის კურორტები
როგორ ხვდება სეზონს ზამთრის კურორტები

ზამთარი, როგორც წესი, ბაკურიანისა და გუდაურის ბიზნესოპერატორებისთვის ყველაზე სარფიანი სეზონია, თუმცა წელს ადგილობრივი ბიზნესი ტურისტების ნაკლებობაზე ჩივის. მათივე თქმით, შემცირებულია ჯავშნები, რასაც ისინი რუსი ტურისტების სიმცირითა და კურორტებზე ინსფრასტრუქტურული პრობლემებით ხსნიან.

„მთის კურორტების კომპანია ბევრს მუშაობს და მთას პატრონი ჰყავს, მაგრამ კურორტს არ ჰყავს პატრონი. 21-ე საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ უგზოობაზე გვიწევს ლაპარაკი, უმწვავესია კანალიზაციის საკითხი გუდაურში. აუცილებელია კანალიზაციის, გზის, საპარკინგე ადგილების კეთილმოწყობა, მძიმე ტრანსპორტის პრობლემაც. თუ გამართული ტრანსპორტირება იქნება, მას საშუალობიუჯეტიანი ტურისტიც შეყვება," - განუცხადა report.ge-ს ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მარკეტინგის უფროსმა თეა შველიძემ.

მისივე თქმით,  წელს რუსი ტურისტების სიმცირე ბევრი სასტუმროსთვის პრობლემა გახდა. 

„დაახლოებით 80 %-ით შემცირებულია ჯავშნები რუსეთიდან. ეს კი ამ ბიზნესისთვის სავალალოა. ტრანსპორტი, გზა, კანალიზაცია, პარკინგი,-ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც უსწრაფესად უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონი ჩავარდება და ბიზნესი დაზარალდება. ამით კი წააგებს ბიუჯეტიც,“- ამბობს შველიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system