თავში

როგორ კონტროლდება ხორცის იმპორტი საქართველოში

როგორ კონტროლდება ხორცის იმპორტი საქართველოში
როგორ კონტროლდება ხორცის იმპორტი საქართველოში

მომხმარებელთა უფლებების დამცველი ამირან შენგელია შემოსავლების სამსახურის მიერ საშიში გაყინული ღორის ხორცის იმპორტის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ სავარაუდოდ, ასეთი პროდუქტი დახლებზე მრავლადაა. როგორც report.ge-თან მან აღნიშნა, კონტროლი ამ მიმართულებით გასამკაცრებელია და ყოველ გამოვლენილ ფაქტზე მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს.

,,ღორის ხორცი საქართველოში ძირითადად ბრაზილიიდან შემოდის. უვარგისი პროდუქტის შემომტანმა სავარაუდოდ იცოდა, რა პროდუქტიც შემოჰქონდა. 10-დან 9 შემთხვევაში ასეა. ბევრი არაკეთილსინდისიერი მეწარმე ცდილობს  უხარისხო პროდუქტის შემოტანას, ზოგი ამას ახერხებს კიდეც, რაც საბოლოოდ მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. არჩევნები მოდის და ზოგიერთი ალბათ ფიქრობს, რომ სურსათის კონტროლისთვის მთავრობა ვერ მოიცლის.  კარგია, რომ ფაქტი გამოვლინდა და პროდუქტი დახლებზე ვერ მოხვდა. ნამდვილად მიკვირს, როგორ აღმოაჩინეს, იმიტომ რომ არა, მოწადინებული არ არიან, უბრალოდ, ბევრი ისეთი პროდუქტი შემოდის, რომელიც სათანადო კონტროლს ვერ გადის. ამით  იმპორტიორები ბოროტად სარგებლობენ. ვფიქრობ, რომ კონტროლი გასამკაცრებელია. ფაქტით არ უნდა შემოიფარგლოს მთვრობა, რომ უვარგისი პროდუქტი აღმოჩენილია, მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს ყოველ ასეთ შემთხვევაზე",- აცხადებს ამირან შენგელია. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთში შემოტანილი 936 კილოგრამი გაყინული ხორცი განადგურდა, რადგან დადგინდა, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტვირთი შემოვიდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა".

ცნობისთვის, საზღვარზე შემოტანისას საკვები პროდუქტი შემოწმების სამ ეტაპის გადის. პირველ რიგში ხდება დოკუმენტური კონტროლი, ანუ დოკუმენტების შემოწმება, საიდანაც ირკვევა თუ რა კონტროლს ექვემდებარება საქონელი. თუ საქონელმა დოკუმენტური კონტროლი ვერ გაიარა, ის უნდა განადგურდეს თუ უკან გაბრუნდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system