თავში

როგორ კონტროლდება სასურსათო უსაფრთხოება ქვეყანაში

როგორ კონტროლდება სასურსათო უსაფრთხოება ქვეყანაში
როგორ კონტროლდება სასურსათო უსაფრთხოება ქვეყანაში

სასურსათო მარაგებს ყოველდღიურად ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ report.ge-ს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში განუმარტეს.

სააგენტოს ცნობით, სასურსათო უსაფრთხოებას ქვეყანაში საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, როცა მთავრობამ დაიწყო იმპორტის დივერსიფიკაცია.

„ერთი იმპორტიორის და შემომტანის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ბიზნესი დაიშალა და საქართველოში ფაქტობრივად ყველას მიეცა ბიზნესის კეთების საშუალება. მოხდა როგორც იმპორტიორი ქვეყნების დივერისიფცირება, ისე ქვეყნის შიგნით იმპორტიორების რაოდენობის ზრდა“, – განუმარტეს report.ge-ს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში.

რაც შეეხება სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტზე მთავრობის მიერ ფასების სუბსიდირებას, ეს პროექტი მხოლოდ ორ თვეს გასტანს.

„ცხრა დასახელების უმნიშვნელოვანეს პროდუქციაზე ფასის კონტროლი გათვლილია ორ თვეზე და ამის მერე ვვარაუდობთ, რომ სუბსიდია აღარ დასჭირდება ქვეყანას“, – გვითხრეს სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system