თავში

როგორ მარკეტინგულ სტრატეგიას ირჩევს საქართველო ტურიზმში

როგორ მარკეტინგულ სტრატეგიას ირჩევს საქართველო ტურიზმში
როგორ მარკეტინგულ სტრატეგიას ირჩევს საქართველო ტურიზმში

ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია მომზადდა. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, დოკუმენტის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზე მუშაობს. მზადდება საკანონმდებლო ჩარჩო და ერთობლივი საინფორმაციო ბაზა.

ადმინისტრაციის განმარტებით, უკვე შერჩეულია კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ქართული ტურისტული კომპანიები საერთაშორისო გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ რეჟიმში. ეს ქვეყნებია: ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამირო, სპარსეთის ყურის ქვეყნები. განიხილება მეზობელი ქვეყნებიც. ჩამონათვალშია ევროპის ქვეყნები და ის ქვეყნები, რომლებიც მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

"ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული მიზნობრივი კამპანიების განხოციელებას ვგეგმავთ. აქცენტს გაკეთდება ინფორმაციულ წვდომაზე. საქართველოს ტურისტული ვებ-გვერდი იქნებამაქსიმალურად მოსახერხებელი და ტევადი ინფორმაციულად,” - ამბობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. 

რა დაგვიჯდება ტურიზმის მარკეტინგული აქტივობები, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ჯერ ვერ გვპასუხობენ.

ცნობისთვის, პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის განახლებული მარკეტინგის სტრატეგიაზე დიდ იმედს ამარება და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგება. იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო. 

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system